Skip to content
08/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ბიძინა ივანიშვილი იყო და არის საქართველოში დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და ჯანსაღი სამოქალაქო სექტორის განვითარების გარანტი

მარშალ პრესი 01/08/2024
nino-tsilosani-sesia

ბიძინა ივანიშვილი იყო და არის საქართველოში დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და ჯანსაღი სამოქალაქო სექტორის განვითარების გარანტი და ადამიანი, რომელიც ყველაფერს აკეთებს თავისი საქმიანობით და შესაძლებლობებით, რომ სახელმწიფომ, მათ შორის, ამ პრინციპებით იფუნქციონიროს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა, განაცხადა.

წილოსანი გამოეხმაურა 2012 წელს, “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ ჰილარი კლინტონისთვის მიწერილ წერილს, რომელიც დღეს, რადიკალური ოპოზიციის მიერ გააქტიურდა. როგორც ნინო წილოსანმა აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილის ნებისმიერი ქმედება, მათ შორის კლინტონისთვის მიწერილი წერილი, საქართველოს ინტერესებს და ჯანსაღი სამოქალაქო სექტორის გაძლიერებას ემსახურება, რომელსაც აგენტურასთან საერთო არაფერი აქვს.

“მისი [ბიძინა ივანიშვილის] ჰილარი კლინტონისადმი 12 წლის წინ მიწერილი წერილი იქნება თუ ნებისმიერი მისი გამოსვლა, მიმართვა თუ მოქმედება, სწორედ ამ პრინციპებს ემსახურება, ემსახურება საქართველოს ინტერესს და სწორედაც რომ საქართველოს ინტერესშია, ჩვენ გავაძლიეროთ ჯანსაღი სამოქალაქო სექტორი და არა ის აგენტურა, რომელიც ახლა ყველაზე ხმამაღლა ყვირის. ჯანსაღი სამოქალაქო სექტორი, არანაირად არ უკავშირდება აგენტურას.” – აღნიშნა წილოსანმა.

Post navigation

Previous: „შემოსავლების ნაწილში რეკორდულ მაჩვენებლებს მივაღწიეთ, ეს არის სწორი პოლიტიკის შედეგი“- მაია ომიაძე
Next: ვიცით როგორ აქტიურად თანამშრომლობენ, რომ რაიმე რეიტინგში გაუარესდეს საქართველოს მოცემულობა. თუმცა საქართველოში, როგორც არასდროს, ისე არის სიტყვის, გამოხატვის და მედია თავისუფლება უზრუნველყოფილი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.