Skip to content
16/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ბატონი თენგიზ ცერცვაძის გარდაცვალება დიდი დანაკლისია არა მხოლოდ სამედიცინო საზოგადოებისთვის, არამედ მთლიანად ქვეყნისთვის

მარშალ პრესი 01/08/2024
shalva papuashvili

ბატონი თენგიზის გარდაცვალება დიდი დანაკლისია არა მხოლოდ სამედიცინო საზოგადოებისთვის, არამედ მთლიანად ქვეყნისთვის. ვუსამძიმრებ მის ოჯახს, ექიმებს, ახლობლებს და სრულიად საქართველოს,” – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, თენგიზ ცერცვაძე მსოფლიო დონის ექიმი და მეცნიერი იყო, რომლის სახელს ბევრი წარმატებული პროექტი უკავშირდება.

,,იშვიათად იბადებიან ისეთი ადამიანები, რომლებიც ცდებიან თავის პროფესიულ საქმიანობას და მთლიანად საზოგადოებაში იწვევენ განსაკუთრებულ ნდობას, პატივისცემას და დაფასებას.

თენგიზ ცერცვაძე მსოფლიო დონის ექიმი და მეცნიერი იყო, რომლის სახელს ბევრი წარმატებული პროექტი უკავშირდება. ის იყო C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი და შიდსთან ბრძოლის აღიარებული ფლაგმანი, რომელმაც ვერაგ ინფექციასთან ბრძოლა ჯერ კიდევ 1983 წელს დაიწყო და საყოველთაო აღიარება მოიპოვა. COVID 19-ის პანდემიის დროს კი ახლოს გაიცნო და შეიყვარა ფართო საზოგადოებამ. მის ყოველ გამოჩენას ჩვენთვის მაშინ მოჰქონდა განსაკუთრებულო სიმშვიდე და იმედი, როცა ეს ყველაზე მეტად გვჭირდებოდა.

ბატონი თენგიზის გარდაცვალება დიდი დანაკლისია არა მხოლოდ სამედიცინო საზოგადოებისთვის, არამედ მთლიანად ქვეყნისთვის. ვუსამძიმრებ მის ოჯახს, ექიმებს, ახლობლებს და სრულიად საქართველოს,” – წერს შალვა პაპუაშვილი.

Continue Reading

Previous: რთველის სუბსიდირება მიმდინარე წელსაც განხორციელდება, რათა სრულად დაბინავდეს მოსავალი, ფერმერებმა მიიღონ ადეკვატური შემოსავალი და ღვინის ინდუსტრიამ შეძლოს ბოლო წლების სტაბილური განვითარების ტემპის შენარჩუნება
Next: გამუდმებული ზეწოლისა და შანტაჟის პარალელურად, საზოგადოება უნდა გავაფრთხილოთ, რომ არჩევნების მოახლოებასთან და რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, საქართველოზე მომდინარე ზეწოლა კიდევ უფრო გაძლიერდება და არნახულ მასშტაბებს შეიძენს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025