Skip to content
13/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ჩვენი ქვეყანა მსოფლიოს 200-ზე მეტ ოლიმპიურ გუნდს შორის იკავებს მე-14 ადგილს, რაც ჩვენი პატარა ქვეყნისთვის არის ძალიან დიდი წარმატება და მადლობა ოლიმპიური გუნდის თითოეულ წევრს ამისთვის

მარშალ პრესი 01/08/2024
irakli kobakhidze2

ახლანდელი მოცემულობით, ჩვენი ქვეყანა მსოფლიოს 200-ზე მეტ ოლიმპიურ გუნდს შორის იკავებს მე-14 ადგილს, რაც ჩვენი პატარა ქვეყნისთვის არის ძალიან დიდი წარმატება და მადლობა ოლიმპიური გუნდის თითოეულ წევრს ამისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

პრემიერმა კიდევ ერთხელ მიულოცა ლაშა ბექაურს ოლიმპიური ოქროს, ხოლო ტატო გრიგალაშვილს ოლიმპიური ვერცხლის მედალი. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ დღეს ასევე ორი ქართველი ოლიმპიელი, ძიუდოისტი ილია სულამანიძე და მოკრივე ლაშა გურული იასპარეზებენ და მათ წარმატება უსურვა.

„ოლიმპიადაზე ჩვენი გუშინდელი გამოსვლა იყო ძალიან წარმატებული. მინდა, კიდევ ერთხელ მივულოცო ლაშა ბექაურს ოლიმპიური მეორე ოქროს მედალი, ლაშა ასრულებს დაპირებას, ~

3 წლის წინ მან მოგვცა პირობა, რომ 3 ოლიმპიურ ოქროს მოიგებდა და მეორე ოქრო მან გუშინ უკვე მოიგო. მინდა, მივულოცო მას და მთლიანად ჩვენს ქვეყანას ეს არაჩვეულებრივი წარმატება.

ასევე ტატო გრიგალაშვილს მინდა, კიდევ ერთხელ მივულოცო ოლიმპიური ვერცხლის მედალი, ახლანდელი მოცემულობით, ჩვენი ქვეყანა მსოფლიოს 200-ზე მეტ ქვეყანას, ოლიმპიურ გუნდს შორის იკავებს მე-14 ადგილს, რაც ჩვენი პატარა ქვეყნისთვის არის ძალიან დიდი წარმატება და მადლობა ოლიმპიური გუნდის თითოეულ წევრს ამისთვის. დღეს, ჩვენი ორი ოლიმპიელი ასპარეზობს – ილია სულამანიძე ძიუდოში, ასევე მოკრივე ლაშა გურული. ორივეს აქვს ძალიან კარგი შანსები და მინდა, ორივეს ვუსურვო წარმატებები, ისევე როგორც მთლიანად გუნდს შემდეგი დღეების განმავლობაში,“- აღნიშნა პრემიერმა.

Continue Reading

Previous: ანაკლიის ნავსადგურის მშენებლობასთან დაკავშირებულ სამუშაოებს ბელგიური კომპანია განახორციელებს
Next: რთველის სუბსიდირება მიმდინარე წელსაც განხორციელდება, რათა სრულად დაბინავდეს მოსავალი, ფერმერებმა მიიღონ ადეკვატური შემოსავალი და ღვინის ინდუსტრიამ შეძლოს ბოლო წლების სტაბილური განვითარების ტემპის შენარჩუნება

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025