Skip to content
20/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ანაზღაურებად სტაჟირებაზე კონკურსი ცხადდება, 3000-მდე კურსდამთავრებულს ექნება საჯარო სტრუქტურებში სტაჟირების გავლის შესაძლებლობა

მარშალ პრესი 01/08/2024
irakli kobakhidze

ანაზღაურებად სტაჟირებაზე ცხადდება კონკურსი, 3000-მდე კურსდამთავრებული მიიღებს სტაჟირების გავლის შესაძლებლობას საჯარო სტრუქტურებში – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, კურსდამთავრებულებს 2-დან 8 აგვისტოს ჩათვლით შეეძლებათ განაცხადების შეტანა.

„ბოლო საკითხი შეეხება ანაზღაურებად სტაჟირებას კურსდამთავრებულთათვის. ჩვენ დავასრულეთ ეს საკითხი, მადლობა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ამისათვის. უკვე ცხადდება კონკურსი, 2-დან 8 აგვისტოს ჩათვლით შეეძლებათ განაცხადების შემოტანა კურსდამთავრებულებს. შერჩევის მთავარი კრიტერიუმი იქნება აკადემიური მოსწრება.

უწყებებმა, თავიანთი სპეციფიკის შესაბამისად განსაზღვრეს დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნები. ჩატარდება ორ ეტაპიანი კონკურსი, საბუთების გადარჩევა, შემდეგ იქნება გასაუბრებები. მთლიანობაში, 3000-მდე კურსდამთავრებული მიიღებს სტაჟირების გავლის შესაძლებლობას საჯარო სტრუქტურებში, რაც შექმნის მათთვის კარიერული წინსვლის მნიშვნელოვან საფუძველს. ისინი გაეცნობიან საჯარო სამსახურის სისტემის ფუნქციონირებას რამაც მომავალში ხელი უნდა შეუწყოს მათ კარიერულ წინსვლას და განვითარებას“, – განაცხადა პრემიერმა.

Continue Reading

Previous: მინდა, ღრმა მწუხარება გამოვთქვა ბატონი თენგიზ ცერცვაძის გარდაცვალების გამო
Next: ანაკლიის ნავსადგურის მშენებლობასთან დაკავშირებულ სამუშაოებს ბელგიური კომპანია განახორციელებს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025