Skip to content
19/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

საკრებულოს თანხმობის შემთხვევაში, პირველი სექტემბრიდან, მოტოციკლებსა და მოპედებს საავტობუსო ზოლში მოძრაობა შეეძლებათ

მარშალ პრესი 31/07/2024
kaxa kaladze

მუნიციპალიტეტის მთავრობამ შეიმუშავა და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს შესაბამის დადგენილებას, რომელიც საავტობუსო ზოლებში მოტოციკლის ანდა მოპედის მოძრაობის პირობებს განსაზღვრავს, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. 

მისი თქმით, აღნიშნული ცვლილება მიმდინარე წლის პირველი სექტემბრიდან ამოქმედდება. 

„საქართველოს პარლამენტმა ცვლილებები შეიტანა შესაბამის კანონებში და საავტობუსო ზოლში დაუშვა მოტოციკლის ანდა მოპედის მოძრაობა. საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე, მუნიციპალიტეტის მთავრობამ უკვე შეიმუშავა და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს შესაბამის დადგენილებას, რომელიც საავტობუსო ზოლებში მოტოციკლის ანდა მოპედის მოძრაობას განსაზღვრავს.

საკრებულოში აღნიშნულ ცვლილებაზე იმსჯელებენ. გვინდა, რომ აღნიშნული წესი მიმდინარე წლის პირველი სექტემბრიდან ამოქმედდეს, რათა მოპედებსა და მოტოციკლებს ჰქონდეთ საშუალება, საავტობუსო ზოლში გადაადგილდნენ“, – განაცხადა კახა კალაძემ. 

მუნიციპალიტეტის მიერ შემუშავებული დადგენილების თანახმად, საავტობუსო ზოლში, სადაც განთავსებულია შესაბამისი საგზაო ნიშანი ან/და დატანილია შესაბამისი ჰორიზონტალური მონიშვნა, დასაშვები იქნება მოტოციკლის ან/და მოპედის მოძრაობა დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში, თუმცა ამავდროულად, ავტობუსის ზოლში აკრძალული იქნება მგზავრის აყვანა/ჩამოსმა.

ცვლილება იმოქმედებს იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულ გამონაკლისს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო დაუშვებს. 

Post navigation

Previous: ნომერ პირველი უსამშობლო ნინო ლომჯარია, უცხოელი პატრონების დავალებით თავს იღიზიანებს
Next: საქართველოში ღეროვანი უჯრედების დონორთა რეესტრი შეიქმნება – კვლევებს მუნიციპალიტეტი დააფინანსებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.