Skip to content
13/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

თბილისს უნდა ჰქონდეს 70 ათას მაყურებელზე გათვლილი სრულიად ახალი სტადიონი, რომელსაც ექნება საშუალება, უმასპინძლოს უმაღლესი დონის თამაშებს ჩემპიონთა ლიგის ფინალის ჩათვლით

მარშალ პრესი 31/07/2024
irakli kobakhidze

„დინამო არენას“ ექსპერტიზაზე შესაბამისი უწყებები არიან პასუხისმგებელი, ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა და ეს არის ახალი სტადიონის მშენებლობა, –  ამის შესახებ  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, თბილისს უნდა ჰქონდეს სრულიად ახალი სტადიონი 70 ათას მაყურებელზე გათვლილი, რომელსაც ექნება საშუალება, უმასპინძლოს უმაღლესი დონის თამაშებს ჩემპიონთა ლიგის ფინალის ჩათვლით. 

„რაც შეეხება კონკრეტულ ინფორმაციას „დინამო არენას“ ექსპერტიზასთან დაკავშირებით, ამაზე შესაბამისი უწყებები არიან პასუხისმგებელი და ისინი მოგაწვდიან დეტალურ ინფორმაციას. იცით, რომ ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა და ეს არის ახალი სტადიონის მშენებლობა.

თბილისს უნდა ჰქონდეს სრულიად ახალი სტადიონი 70 ათას მაყურებელზე გათვლილი, რომელსაც ექნება საშუალება, უმასპინძლოს უმაღლესი დონის თამაშებს ჩემპიონთა ლიგის ფინალის ჩათვლით. ეს იქნება უნიკალური შესაძლებლობა ჩვენი ქვეყნისთვის, რაც მთლიანად ქვეყნის იმიჯზეც ძალიან დადებითად აისახება. ამიტომ ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა და მივყვებით ამ გეგმას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კითხვაზე, თუ ამორტიზებული იყო „დინამო არენა“ 26 მარტს როგორ ჩატარდა თამაშები და ოთხი თვის შემდეგ, რატომ არ შეიძლება ერთა ლიგის თამაშების ჩატარება, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, არც ერთი თამაში არ ჩატარებულა რაიმე რისკის პირობებში. 

„რაც შეეხება წინა თამაშებს, არც ერთი თამაში არ ჩატარებულა რაიმე რისკის პირობებში ამაზე ვარ პასუხისმგებელი. რაც შეეხება სამომავლოდ რა, როგორ იქნება, ამასთან დაკავშირებით საზოგადოება მიიღებს ინფორმაციას, ყველა რისკი იქნება დაზღვეული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: ხუხაშვილს ენა აქვს გადმოგდებული და ძალიან დაჟინებით ითხოვს დაისაჯოს ჩადენილი დანაშაულებისათვის – ზურაბ ქადაგიძე
Next: NED-მა თავისი არსებობის ოთხი ათწლეულის განმავლობაში მოიპოვა რეპუტაცია, როგორც იმ სამუშაოს შემსრულებელმა “ღია ოპერატორმა“, რომელსაც CIA მანამდე საიდუმლოდ ასრულებდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.