Skip to content
13/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ხაზარაძეს ბევრად მეტის გადახდა ეკუთვნის ქართული სახელმწიფოს სასარგებლოდ, თუმცა ჩვენ ვმოქმედებთ არბიტრაჟის გადაწყვეტილებების შესაბამისად და ხაზარაძე გადაიხდის იმ ჯარიმას, რომელიც დაეკისრა

მარშალ პრესი 31/07/2024
irakli233

ხაზარაძეს ბევრად მეტის გადახდა ეკუთვნის ქართული სახელმწიფოს სასარგებლოდ, ამ წლების განმავლობაში ის ტყუილს ამტკიცებდა და ავრცელებდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერის თქმით, ხელისუფლება მოქმედებს არბიტრაჟის გადაწყვეტილებების შესაბამისად და ხაზარაძე გადაიხდის იმ ჯარიმას, რომელიც დაეკისრა.

„მგონია, რომ ხაზარაძეს წესით, ბევრად მეტი ჯარიმის გადახდა ეკუთვნის, გამომდინარე იქიდან, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში, ტყუილს ამტკიცებდა, ავრცელებდა და საბოლოო ჯამში, ეს დაადგინა არბიტრაჟმა, გარკვეული ზიანი ხომ მიადგა ამ ტყუილის გავრცელებით ჩვენს სახელმწიფოს.

წესით, ხაზარაძეს ბევრად მეტის გადახდა ეკუთვნის ქართული სახელმწიფოს სასარგებლოდ, თუმცა არსებობს გადაწყვეტილებები, ჩვენ ვმოქმედებთ სასამართლოს გადაწყვეტილებების, არბიტრაჟის გადაწყვეტილებების შესაბამისად და ხაზარაძე გადაიხდის იმ ჯარიმას, რომელიც მას დაეკისრა. მოსარჩელე იყო ხაზარაძე, ამტკიცებდა, რომ სახელმწიფომ ის დააზიანა და არბიტრაჟმა თქვა, რომ ეს იყო ტყუილი. ეს ნიშნავს იმას, რომ ხაზარაძე სამარცხვინოდ დამარცხდა ამ საქმეში.“, – განაცხადა პრემიერმა.

Post navigation

Previous: სომხეთის პრემიერიც ესწრებოდა ირანის პრეზიდენტის ინაუგურაციას, რატომ არ გამოვიდნენ სომეხი ლომჯარიები, სომხური „მთავარი არხი“, „ტვ პირველი“ და „ფორმულა“ და არ დაგმეს? იმიტომ, რომ არ მიუღიათ ეს დავალება
Next: ხუხაშვილს ენა აქვს გადმოგდებული და ძალიან დაჟინებით ითხოვს დაისაჯოს ჩადენილი დანაშაულებისათვის – ზურაბ ქადაგიძე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.