Skip to content
13/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ელექტრონული ტექნოლოგიებით ხმის მიცემის დროს ხმის ფარულობა არის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი, ამ საკითხზე სპეკულაციებს არ აქვს არავითარი საფუძველი

მარშალ პრესი 31/07/2024
irakli23

ელექტრონული ტექნოლოგიებით ხმის მიცემის დროს ხმის ფარულობა არის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი, ამ საკითხზე სპეკულაციებს არ აქვს არავითარი საფუძველი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით უკვე არაერთ ოლქში ჩატარდა არჩევნები სატესტო რეჟიმში და ყველას ჰქონდა თავისუფლად, ფარულად ხმის მიცემის საშუალება.

„მილიონი სპეკულაცია იქნება, მაგრამ არ შეიძლება, ამ სპეკულაციებით ხელოვნურად ვაცხოვროთ საზოგადოება. სპეკულაციებს არ აქვს არავითარი საფუძველი. ხმის ფარულობა არის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი.

რაც შეეხება აპარატურას, არის კონკრეტული საერთაშორისო კომპანიის მიერ მოწოდებული. ჩატარდა აუდიტი, მათ შორის უცხოელების ჩართულობით. ყველაფერი არის აბსოლუტურად გადაკონტროლებული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: პრემიერი ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე – აბსოლუტურად ლოგიკური იყო ის მზადება, რაც ჰქონდა რადიკალური ოპოზიციის კონკრეტულ წარმომადგენლებს, დანარჩენი უნდა დაადგინოს გამოძიებამ
Next: სომხეთის პრემიერიც ესწრებოდა ირანის პრეზიდენტის ინაუგურაციას, რატომ არ გამოვიდნენ სომეხი ლომჯარიები, სომხური „მთავარი არხი“, „ტვ პირველი“ და „ფორმულა“ და არ დაგმეს? იმიტომ, რომ არ მიუღიათ ეს დავალება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.