IMG.GE IMG.GE

ვიზეარს“ ორი ხომალდი ეყოლება ქუთაისში, პარკინგზე თუ ერთი ხომალდი ან ეყოლება ბუდაპეშტში და იქიდან მომსახურება ფრენებს, ეს ტექნიკური საკითხია“, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, „ვიზეარი“ რჩება საქართველოში, მოემსახურება ქართველ მგზავრებს ისევ ისე, ხელმისაწვდომ ფასებში, როგორც იყო.

„ძალიან კარგად გვესმის, რომ „ვიზეარი“ არის დაბალბიუჯეტიანი კომპანია და ძალიან ბევრ ადამიანს, ვისაც ხელი არ მიუწვდება იგივე „აირზენას“ სუპერძვირ ბილეთებზე, რა თქმა უნდა, მათთვის „ვიზეარი“ არის ერთ-ერთი გამოსავალი. აქედან გამომდინარე, ეს არის სოციალურად სენსიტიური საკითხი, პოლიტიკურად სენსიტიური ის სხვადასხვა ჯგუფმა გახადა, აქედან გამომდინარე, მინდა, პირველ რიგში საქართველოს მოსახლეობა დავარწმუნო, რომ „ვიზეარი“ არსად არ მიდის. „ვიზეარი“ რჩება საქართველოში, მოემსახურება ქართველ მგზავრებს ისევ ისე, ხელმისაწვდომ ფასებში, როგორც იყო. ეს სხვათაშორის, „ვიზეარის“ ოფიციალურმა წარმომადგენელმაც განაცხადა. ტექნიკური საკითხია, ახლა მას ორი ხომალდი ეყოლება ქუთაისში, პარკინგზე თუ ერთი ხომალდი ან ეყოლება ბუდაპეშტში და იქიდან მომსახურება ფრენებს. კიდევ ერთ რამეს გეტყვით, დღე სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში არის  „ვიზეარის“ ოფიციალური განაცხადი, სადაც 10-ზე მეტი მიმართულებით ფრენის აღდგენას ითხოვს. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, პარკინგზე ხომალდი სად ეყოლება“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება