Skip to content
13/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირანში ინაუგურაციას ესწრებოდა რეგიონის უკლებლივ ყველა სახელმწიფო, ინაუგურაციას ესწრებოდა ასევე ჯოზეფ ბორელის პირადი წარმომადგენელი, გაეროს გენერალური მდივნის პირადი წარმომადგენელი

მარშალ პრესი 31/07/2024
irakli kobakhidze

ირანი არის ძალიან მნიშვნელოვანი სახელმწიფო რეგიონში და სწორედ ამის გათვალისწინებით ამ ინაუგურაციას ესწრებოდა რეგიონის უკლებლივ ყველა სახელმწიფო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით,  ინაუგურაციას ესწრებოდა ასევე ჯოზეფ ბორელის პირადი წარმომადგენელი და გაეროს გენერალური მდივნის პირადი წარმომადგენელი.

„მე ვესწრებოდი ირანის პრეზიდენტის ინაუგურაციას. ირანი არის ძალიან მნიშვნელოვანი სახელმწიფო რეგიონში და სწორედ ამის გათვალისწინებით ამ ინაუგურაციას ესწრებოდა რეგიონის უკლებლივ ყველა სახელმწიფო. 

ამ ინაუგურაციას ესწრებოდა ჯოზეფ ბორელის პირადი წარმომადგენელი, გაეროს გენერალური მდივნის პირადი წარმომადგენელი. ანუ, წარმომადგენლობითი იყო იქ შემადგენლობა.

რაც შეეხება თვითონ რეგიონს, რეგიონი იყო უმაღლეს დონეზე წარმოდგენილი. აქ იყვნენ მათ შორის, აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი, სომხეთის პრემიერ-მინისტრი.

რაც შეეხება თვითონ ამ თემას, მე როგორც მითხრეს, ლომჯარიას ჰქონია პირადად დავალებული ამ თემის აწევა, თუმცა მაინცდამაინც დიდი წარმატება ამ თემის აწევა, თუმცა მაინცდამაინც დიდი წარმატება არ აქვს, თუმცა მინდა გითხრათ, რომ ლომჯარიები არიან სომხეთშიც, მაგრამ სომეხ ლომჯარიებს ეს თემა სომხეთში არ აუწევიათ, რატომ? იმიტომ, რომ სომეხ ლომჯარიებს არ დაავალეს იგივე თემა, რაც დაავალეს ქართველ ლომჯარიას. ეს არის სამარცხვინო სპეკულაცია”, – განაცხადა პრემიერმა.

Post navigation

Previous: აშშ-ის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით მიღებული „მეგობარი აქტი“ პირდაპირი ფორმით შეიცავს შანტაჟს, ეს არ არის ის ნაბიჯი, რომელიც ხელს შეუწყობს ურთიერთობების გადატვირთვას
Next: არბიტრაჟმა დაადგინა სიმართლე და ეს არის აბსოლუტურად ლოგიკური – დამარცხდა ხაზარაძე იმის გამო, რომ მან ჩააგდო ანაკლიის უმნიშვნელოვანესი პროექტი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.