Skip to content
20/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ვუერთდებით საერთო აღშფოთებასა და გულისტკივილს – საქართველოს საპატრიარქო ოლიმპიადის გახსნაზე

მარშალ პრესი 31/07/2024
sapatriarqo

ვუერთდებით საერთო აღშფოთებასა და გულისტკივილს, გამოწვეულს მკრეხელური დადგმებით, რამაც საზეიმო გახსნა ზოგადადამიანური ღირსების შეურაცხყოფად და ლგბტ+ იდეოლოგიის პროპაგანდად აქცია, – აღნიშნულია საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაში.

„დიდად ვწუხვართ საფრანგეთში ოლიმპიადის გახსნის დროს დადგმული გარკვეული სცენების გამო და ვეთანხმებით მსოფლიო საპატრიარქოს განცხადებას, სადაც, სხვა მნიშვნელოვან აქცენტებთან ერთად, აღნიშნულია შემდეგი: ,,ძალიან სამწუხაროა, რომ პარიზში, ჩვენ მოწმენი გავხდით ქრისტიანობისა და წმინდა სახარების შეურაცხმყოფელი წარმოდგენებისა, რაც, ასევე, შეურაცხყოფდა ყველა ცივილიზებულ ადამიანს, რომელიც აღიარებს რწმენის უფლებას და პატივს სცემს რელიგიურ სიმბოლოებს.“

ჩვენც, ჩვენის მხრივ, ვუერთდებით საერთო აღშფოთებასა და გულისტკივილს, გამოწვეულს მკრეხელური დადგმებით, რამაც საზეიმო გახსნა ზოგადადამიანური ღირსების შეურაცხყოფად და ლგბტ+ იდეოლოგიის პროპაგანდად აქცია”, – აცხადებს საქართველოს საპტრიარქო.

მსოფლიო საპატრიარქომ დღეს გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ მსოფლიო პარიზის ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნაზე ისეთი სცენების მომსწრე გახდა, რომელიც შეურაცხმყოფელია ქრისტიანობისა და წმინდა სახარებისთვის.

Post navigation

Previous: თავდაცვის მინისტრი ახალქალაქში საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრში იმყოფებოდა
Next: კიდევ ერთხელ გეტყვით ძალიან მარტივ ჭეშმარიტებას – ჯარის დაფინანსება შეაჩერეს იმიტომ, რომ საქართველო ომში არ ჩაერთო!

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.