Skip to content
02/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს საერთაშორისო არბიტრაჟმა პოლიტიკური „სასიკვდილო გასროლა“ გაუკეთა

მარშალ პრესი 30/07/2024
irakli zarkua

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ზარქუა ანაკლიის პორტთან დაკავშირებით საარბიტრაჟო დავაზე მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება და ამბობს, რომ საერთაშორისო არბიტრაჟმა მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს პოლიტიკური „სასიკვდილო გასროლა“ გაუკეთა.

„მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს საერთაშორისო არბიტრაჟმა პოლიტიკური „სასიკვდილო გასროლა“ გაუკეთა, სადაც თქვა, რომ შენი ბრალი იყო. მილიარდ ნახევარს სთხოვდა სახელმწიფოს ბიუჯეტიდან. ქართველი ხალხი არჩევნებზე იმ სამ პროცენტ შანსსაც დააკარგვინებს, რაც ახლა აქვთ. იმიტომ, რომ არავის ეპატიება ეს უპასუხისმგებლო დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნის და მისი პროექტების მიმართ“, – განაცხადა ზარქუამ.

საქართველოს მთავრობამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ხელშეკრულების შეწყვეტის გადაწყვეტილება 2020 წლის 9 იანვარს მიიღო. იმავე დღეს, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ხელმძღვანელმა, ლევან ახვლედიანმა განაცხადა, რომ მთავრობის გადაწყვეტილებას საარბიტრაჟო სასამართლოში გაასაჩივრებდნენ. თუმცა, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ საარბიტრაჟო დავა საქართველოსთან წააგეს.

Post navigation

Previous: პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ირანის პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანს შეხვდა
Next: ხელვაჩაურში, დამწყები ქალი მეწარმეების და მათი ოჯახების მხარდაჭერის” ფარგლებში მონაწილე ბენეფიციარებთან ხელშეკრულებები საზეიმოდ გააფორმეს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.