Skip to content
03/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

2022 წლის თებერვალ-მარტში სახელისუფლებო კაბინეტებში „ქართული ოცნების“ ნაცვლად ოპოზიციის წარმომადგენლები რომ მსხდარიყვნენ, ერთ-ორ კვირაში საქართველო ცეცხლის ალში გაეხვეოდა

მარშალ პრესი 30/07/2024
shalva papuashvili

2022 წლის თებერვალ-მარტში სახელისუფლებო კაბინეტებში „ქართული ოცნების“ ნაცვლად ოპოზიციის წარმომადგენლები რომ მსხდარიყვნენ, ზუსტად ერთ-ორ კვირაში საქართველო ცეცხლის ალში გახვეული იქნებოდა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„თუ არჩევანია, დონორის ინტერესი თუ ქართველი ხალხის ინტერესი, ვირჩევთ ქართველი ხალხის ინტერესს, თუ არჩევანი არის – უცხო ქვეყნის ინტერესი თუ ქართველი ხალხის – ვირჩევთ ქართველი ახლის ინტერესს. ეს არის „ქართული ოცნების“ 12-წლიანი გამოცდილება და ამის საპირისპირო იყო „ნაციონალური მოძრაობის“ გამოცდილება 9 წლის განმავლობაში.

დღესაც იმავეს გვიდასტურებენ და გვეუბნებიან, რომ გავაკეთოთ ის რასაც სხვები გვეუბნებიან, რატომ არ ვუჯერებთ სხვებს?! ამაზე კი ჩვენი პასუხია – ჩვენ ჩვენს ხალხს ვუჯერებთ! ვაკეთებთ იმას, რაც კარგია ჩვენი ხალხისთვის! ჩვენ რომ სხვებისთვის დაგვეჯერებინა, დღე ვიქნებოდით ომში ან ვიქნებოდით ნაომარი ქვეყანა“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

Post navigation

Previous: ირანის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დასასწრებად ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილე ჩავიდა
Next: პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ირანის პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანს შეხვდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.