საქართველომ დასავლეთის ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერა მიიღო – „ქართული ოცნება“

346
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა -------------------- IMG.GE

პარტია „ქართული ოცნება“ „ტვიტერზე“ ინფორმაციას ავრცელებს, სადაც საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან საქართველოს ძლიერ პოლიტიკურ მხარდაჭერაზეა საუბარი.

„შესანიშნავი კვირაა საქართველოსთვის საერთაშორისო არენაზე. საქართველომ ძლიერი დასავლური პოლიტიკური მხარდაჭერა მიიღო, რაც ჩაიწერა მნიშვნელოვან საერთაშორისო დოკუმენტებში:

1. ნატოს კომუნიკე,

2. აშშ-ევროკავშირის სამიტის განცხადება,

3. რუსეთ-ევროკავშირს შორის ურთიერთობების თაობაზე ევროკავშირის ერთობლივი სტრატეგია

4. გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუცია საქართველოს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ. შექება დაიმსახურა საქართველო პრემიერ-მინისტრმა, აშშ-სთან და ევროკავშირთან ერთად, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის წარმატებული შუამავლობის გამო.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სიტყვით მიმართა ნატოს ბრიუსელის ფორუმზე და დასავლელმა პრეზიდენტებმა და ამერიკელმა სენატორებმა გამოხატეს ცხადი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის მიმართ“, – ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები
რეკლამა
მოწონება