Skip to content
13/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

თაღლითები რომ იყვნენ ხაზარაძე და ჯაფარიძე ბანკირობისას ცნობილია! როგორი პოლიტიკოსები და საკუთარი სამშობლოს გულშემატკივრები – ამ განაჩენით გამოჩნდა

მარშალ პრესი 30/07/2024
goga khaindrava xaindrava goga

„ბატონი ხაზარაძე, ქართული სახელმწიფოსგან 2020 წელს ითხოვდა 1,5 მილიარდი დოლარის გადახდას, იმ დროისთვის საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის 25% და საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის, ანუ საქართველოს ეკონომიკის 9%-ზე მეტს“,-ასე ეხმაურება კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა, ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, არბიტრაჟის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ საქართველოსთან დავა წააგეს.

გოგა ხაინდრავა სოციალურ ქსელში წერს, რომ არბიტრაჟის გადაწყვეტილებით, კარგად გამოჩნდა თუ როგორი გულშემატკივრები არიან მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე საკუთარი სამშობლოსი.

„მოსარჩელეს საქართველოს მთავრობის სასარგებლოდ დაეკისრა 650 ათასი დოლარის გადახდის ვალდებულება – რატი ბრეგაძე.

თაღლითები, რომ იყვნენ ხაზარაძე და ჯაფარიძე ბანკირობისას ცნობილია! როგორი პოლიტიკოსები და საკუთარი სამშობლოს გულშემატკივრები ამ განაჩენით გამოჩნდა!“,-წერს გოგა ხაინდრავა.

საქართველოს მთავრობამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ხელშეკრულების შეწყვეტის გადაწყვეტილება 2020 წლის 9 იანვარს მიიღო. იმავე დღეს, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ხელმძღვანელმა, ლევან ახვლედიანმა განაცხადა, რომ მთავრობის გადაწყვეტილებას საარბიტრაჟო სასამართლოში გაასაჩივრებდნენ. თუმცა, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ საარბიტრაჟო დავა საქართველოსთან წააგეს.

Post navigation

Previous: ბატონი ხაზარაძე, როგორც უკვე ცნობილია, ქართული სახელმწიფოსგან 2020 წელს ითხოვდა 1,5 მილიარდი დოლარის გადახდას
Next: გივი მიქანაძემ გურიაში კოლეჯ ,,ჰორიზონტი”-ს სასწავლო კორპუსები დაათვალიერა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.