Skip to content
04/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ქართველმა ხალხმა ყოველ ჯერზე გამოავლინა განსაკუთრებული გამოცდილება, სიბრძნე, რამაც მოგვცა სირთულეების დაძლევის საშუალება, დარწმუნებული ვარ, ამ რამდენიმე თვეს ღირსეულად ჩავატარებთ და საერთაშორისო კონტექსტი შეიცვლება

მარშალ პრესი 30/07/2024
irakli kobakhidze

გარკვეული პერიოდი, მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში იქნება სირთულეები, სწორედ მიმდინარე ომის გათვალისწინებით, მაგრამ გვაქვს საფუძვლიანი იმედი, კონკრეტულ ინფორმაციასა და ლოგიკურ დასკვნებზე დაფუძნებული იმედი, რომ ომი დასრულდება – თუ „დემოკრატები“ გაიმარჯვებენ – ერთ წელიწადში, თუ „რესპუბლიკელები“ – უფრო ადრე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა “იმედი LIVE”-ში განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, მთავარია, ეს წელი ღირსეულად გაიაროს, რი9ს შემდეგაც საერთაშორისო კონტექსტი შეიცვლება.

„გარკვეული პერიოდი, მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში იქნება სირთულეები, სწორედ მიმდინარე ომის გათვალისწინებით, მაგრამ გვაქვს საფუძვლიანი იმედი, კონკრეტულ ინფორმაციასა და ლოგიკურ დასკვნებზე დაფუძნებული იმედი, რომ ომი დასრულდება. თუ „დემოკრატები“ გაიმარჯვებენ – ერთ წელიწადში, თუ „რესპუბლიკელები“ – უფრო ადრე. ამასაც არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, მთავარია, ეს წელი ღირსეულად მივიყვანოთ ბოლომდე და დარწმუნებული ვარ ასე იქნება. ქართველმა ხალხმა ყოველ ჯერზე გამოავლინა განსაკუთრებული გამოცდილება, განსაკუთრებული სიბრძნე და სწორად ამან მოგვცა ჩვენ ყველა სირთულის დაძლევის საშუალება. აქაც, მიმდინარე წელსაც, დარწმუნებული ვარ, იგივე მოხდება. როგორც კი ამ რამდენიმე თვეს ღირსეულად ჩავატარებთ, მაშინვე შეიცვლება საერთაშორისო კონტექსტი და შესაბამისად, ყველა მიმართულებით გაადვილდება პროცესების წარმართვა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: ევროინტეგრაცია ჩვენი ხელისუფლების უმთავრესი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტია, როგორც კი ომი დასრულდება, რადიკალურად შეიცვლება მიდგომები საქართველოს მიმართ
Next: „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ერთადერთი პრაქტიკული შედეგი არის ის, რომ საქართველოს მოქალქეებისთვის იქმნება ერთი ვებ-გვერდი, სადაც წარმოდგენილი იქნება ინფორმაცია, თუ საიდან და რისთვის ფინანსდება კონკრეტული ორგანიზაცია, რა შეიძლება იყოს ამაში ცუდი? – არაფერი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.