ვფიქრობდით, რომ სპეცრაზმის გარეთ დაყენება და წყლის ჭავლის არგამოყენება, ეს ორი უხეში ხარვეზი იყო შეცდომა, თუმცა 17-18 თებერვლის გადმოსახედიდან სხვა ეჭვები გაგვიჩნდა – ირაკლი კობახიძე

439
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა

„ჩვენ თავის დროზე ვფიქრობდით, რომ სპეცრაზმის გარეთ დაყენება და წყლის ჭავლის არ გამოყენება, ეს ორი უხეში ხარვეზი იყო შეცდომა, თუმცა 17-18 თებერვლის გადმოსახედიდან სხვა ეჭვები გაგვიჩნდა. იგივე ეჭვები გაგვიჩნდა 2019 წლის დეკემბრის ალყასთან მიმართებით“ – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ტვ პირველის თოქშოუში „რეაქცია“.

მისი თქმით, სწორი იყო დანაშაულებრივი, კრიმინალური შტურმის მოგერიება, რომელსაც აორგანიზებდა კონკრეტული პოლიტიკური ძალა.
„რაც შეეხება ხარვეზებს რომელიც სპეცოპერაციის დროს დაფიქსირდა, ამაზე გვქონდა საუბარი, არა ყველა დეტალზე, მაგრამ ჩვენ მინიშნებებით თუ უფრო ფართოდაც ყოველთვის ვსაუბრობდით იმაზე, რომ იქ იყო გადაცდომები, რაც გვეგონა შეცდომები. სხვა ეჭვები გაგვიჩნდა, როდესაც 17-18 თებერვალს უშუალოდ გავხდით კონკრეტული ფაქტების მომსწრე, რაც ღალატზე პირდაპირ მიანიშნებდა. ეს ფაქტი იმიტომ მოხდა, რომ ის მონაწილეობდა შეთქმულებაში. ამიტომ გადადგა. მაგალითად, ცესკოსთან რომ იყო შტურმის მცდელობა, იქაც ნიკანორ მელია რომ ცდილობდა შეჭრას, სად იდგა მაშინ სპეცრაზმი? იმიტომ იდგა ბარიერების უკან, რომ ეს ოპერაცია დაგეგმილი იყო არა გიორგი გახარიას, არამედ ვახტანგ გომელაურის მიერ, რომელიც ეფექტური შინაგან საქმეთა მინისტრია, რომელმაც იცის თავისი საქმე და არ ღალატობს არავის“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები
რეკლამა
მოწონება