Skip to content
13/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ხაზარაძე-ჯაფარიძემ სცადეს საერთაშორისო არბიტრაჟის გამოყენება ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, თუმცა ამ შემთხვევაშიც გაიმარჯვა სიმართლემ და სახელმწიფომ

მარშალ პრესი 29/07/2024
irakli

ხაზარაძე-ჯაფარიძემ სცადეს საერთაშორისო არბიტრაჟის გამოყენება ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, თუმცა ამ შემთხვევაშიც გაიმარჯვა სიმართლემ და სახელმწიფომ, რომელიც მოქმედებს სამართლიანი წესების შესაბამისად ყველა შემთხვევაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა “იმედი LIVE”-ში განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ზოგადად, „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებმა არაერთხელ უჩივლეს საქართველოს და არაერთი საქმე წარიმართა სხვადასხვა საერთაშორისო ინსტანციაში საქართველოს წინააღმდეგ „ნაცმოძრაობის“ ინიცირებით.

„ძირითადად ეს უკავშირდება სტრასბურგის სასამართლოს. იყო საქმე, მაგალითად მაშინდელი „რუსთავი 2 საქართველოს წინააღმდეგ“, „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“, „უგულავა საქართველოს წინააღმდეგ“ და ა.შ. ყველა შემთხვევაში გამარჯვებული დარჩა საქართველო. ამ შემთხვევაშიც იყო საქმე, რომელიც წარმოებდა საერთაშორისო არბიტრაჟში, ეს იყო საქმე – „ხაზარაძე-ჯაფარიძე საქართველოს წინააღმდეგ“ და ამ შემთხვევაშიც საქართველო გამოვიდა გამარჯვებული ერთი მარტივი მიზეზის გამო – სახელმწიფო ყოველთვის იცავს წესებს, როდესაც მოქმედებს. ეს პრაქტიკა დაინერგა საქართველოში 2012 წლის შემდეგ და სწორედ ამის გამოა, რომ ყველა საერთაშორისო სასამართლო ინსტანციაში, მათ შორის არბიტრაჟში, საქმეებს იგებს ხოლმე სახელმწიფო, სადაც წარმოებს დავა „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებსა და საქართველოს წარმომადგენლებს შორის. ხაზარაძე-ჯაფარიძეც არიან ამ კოლექტიური პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები, მათაც სცადეს საერთაშორისო არბიტრაჟის გამოყენება ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, თუმცა ამ შემთხვევაშიც გაიმარჯვა სიმართლემ და სახელმწიფომ, რომელიც მოქმედებს სამართლიანი წესების შესაბამისად ყველა შემთხვევაში“, – აღნიშნა პრემიერმა.

Post navigation

Previous: პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოს სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს შეხვდა
Next: ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძის მიერ ჩაგდებული პროექტი რეალურად განხორციელდეს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.