Skip to content
13/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

გაიღვიძეთ! სიზმარშიც კი, სწორ გაჩერებებს გაცდით! შემდეგი გაჩერება არ იქნება ,,უკრაინიზაცია” !!! 26 ოქტომბერს შედგება მშვიდობიანი, სუვერენული საქართველო

მარშალ პრესი 29/07/2024
zaal mikeladze

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი ზაალ მიქელაძე „ედისონ რისერჩის“ მიერ გამოქვეყნებულ კვლევის შედეგებს ეხმიანება.

,,ედისონის” მკვლევრებმა სიმბოლურად, 41-41% დაუწერა საკუთარ არჩევანში ჩაკარგულებს- ბოკუჩავა/ვაშაძეს“- წერს ზაალ მიქელაძე და სხვა ოპოზიციონერების შედეგებსაც აფასებს. მისი თქმით, ყველასგან დავიწყებულ მარგველაშვილს და სალომე ზურაბიშვილს „ედისონ რისერჩმა“ 63-63 % დაუწერა და არც შალვა ნათელაშვილი დაავიწყდა, რომელსაც 40% დაუწერა.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში დეპუტატი წერს, რომ „ედისონ რისერჩის“ კვლევა “სწორ გაჩერებებს გაცდა“ და საქართველოს უკრაინიზაცია არ მოხდება.

„დაცინვაცაა და დაცინვაც… ,,ედისონის” მკვლევრებმა სიმბოლურად, 41-41% დაუწერა საკუთარ არჩევანში ჩაკარგულებს- ბოკუჩავა/ვაშაძეს. უფრო შორს წავიდნენ ,,ედისონელები”- ერისა და ბერის დავიწყებული ექსპრეზიდენტი მარგველაშვილი რეიტინგებს სათავეში ჩაუყენა, ნაცანასხლეტების შემკრებ ზურაბიშვილთან ერთად- 63-63%. არ აწყენინეს შალიკოს (არ დაუკარგეს ფანჩატურში შეფარება) და 40% დაუწერეს, თუმცა პარტიულ რეიტინგში ბარიერს ახლოსაც არ მიაკარეს.
გაიღვიძეთ! სიზმარშიც კი, სწორ გაჩერებებს გაცდით! შემდეგი გაჩერება არ იქნება ,,უკრაინიზაცია” !!! 26 ოქტომბერს შედგება მშვიდობიანი, სუვერენული საქართველო,“- წერს ზაალ მიქელაძე.

Post navigation

Previous: საარჩევნო ტექნოლოგიების საყოველთაო დემონსტრირების პროექტში 43 864-მა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა
Next: უცხოური ძალა და ადგილობრივი ლოკალური ომის პარტია, რადიკალური ოპოზიციისა და მათი კვერის დამკვრელი ენჯეოების სახით, ემზადებიან არა 26 ოქტომბრისთვის, არამედ 27 ოქტომბრისთვის

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.