Skip to content
13/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ოპოზიცია ცდილობს დააჯეროს ამომრჩეველი, რომ ვინმე გია ჯაფარიძე უფრო პოპულარულია საქართველოში და მეტად ენდობა საზოგადოება, ვიდრე ბატონ ბიძინა ივანიშვილს

მარშალ პრესი 29/07/2024
lado mgaloblishvili

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“ – ლადო მგალობლიშვილი ტელეკომპანია „ფორმულაში“ „ედისონ რისერჩის“ კვლევებთან დაკავშირებით გასულ სიუჟეტს ეხმაურება:

„გუშინ, ჟურნალისტმა გიორგი თარგამაძემ წარმოადგინა ,,ედისონ რისერჩის’’ მიერ მომზადებული საზოგადოებრივი აზრის კვლევა, რომლის რეალური მიზანია წინასაარჩევნოდ შექმნას გაყალბებული აღქმა ოპოზიციის ფართო ელექტორალური მხარდაჭერის შესახებ. ვინაიდან, როდესაც 26 ოქტომბერს ისინი სასტიკად დამარცხდებიან, ჰქონდეთ საფუძველი არჩევნების გაყალბებულად გამოცხადებისთვის.

კვლევა იმდენად კომიკურია, რომ შეუძლებელია მასზე სერიოზული მსჯელობა. მაგრამ ერთ პუნქტს მაინც გამოვყოფდი, რომლის თანახმად: ოპოზიცია, ედისონ რისერჩზე დაყრდნობით, ცდილობს დააჯეროს ამომრჩეველი, რომ ვინმე გია ჯაფარიძე უფრო პოპულარულია საქართველოში და მეტად ენდობა საზოგადოება, ვიდრე ბატონ ბიძინა ივანიშვილს. ეს ხომ აბსურდია. არასოდეს ომის იდეას მშვიდობაზე არ გაუმარჯვია. ასე იქნება ახლაც – 26 ოქტომბრის რეფერენდუმზე უალტერნატივოდ გაიმარჯვებს ,,ქართული ოცნება’’, ხოლო ომის პარტია სასტიკად დამარცხდება“, – აცხადებს ლადო მგალობლიშვილი.

Post navigation

Previous: საქართველო ისწრაფვის გახდეს მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის სივრცის განუყოფელი ნაწილი და წვლილი შეიტანოს მასში საკუთარი გეოპოლიტიკური უპირატესობებით
Next: საარჩევნო ტექნოლოგიების საყოველთაო დემონსტრირების პროექტში 43 864-მა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.