აჭარის, სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის სხდომა გაიმართა, კომისიის გადაწყვეტილებით ხანძრის და სტიქიის შედეგად დაზარალებულ 59 ოჯახს გაეწევა დახმარება

970X90

აჭარის, სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის სხდომა გაიმართა, კომისიის გადაწყვეტილებით ხანძრის და სტიქიის შედეგად დაზარალებულ 59 ოჯახს გაეწევა დახმარება.

შერეული სამთავრობო კომისიის სხდომაზე, სტიქიის და ხანძრის შედეგად დაზარალებული 59 ოჯახის დახმარების საკითხი განიხილეს. მათ შორის 14 ხანძრის და 45 სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახის დახმარების საკითხი.

სხდომას აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე ხელმძღვანელობდა. კომისიის რეკომენდაციით და აჭარის მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, დაზარალებულ ოჯახებს საცხოვრებელი ფართების აღდგენა – გამაგრების ან ადგილმონაცვლეობისთვის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან, ჯამში 768 293 ლარი გამოეყოფათ.
კომისიის გადაწყვეტილებით, დახმარება გაეწევა:

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ – 9 ოჯახს;
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ – 4 ოჯახს:
ქობულეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ – 12 ოჯახს;
ქედის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ – 3 ოჯახს;
შუახევის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ – 9 ოჯახს;
ხულოს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ – 22 ოჯახს.

მიმდინარე წელს აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სტიქიისა და ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად უკვე გამოყოფილია 3 707 475 ლარი, ფინანსური დახმარება გაეწია 595 ოჯახს.

970X90
გაზიარება