Skip to content
05/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

არასამთავრობო ორგანიზაციების დიდი ნაწილი ჩვეულებრივი პოლიტიკური ორგანიზაციებია, ეს არის დღევანდელი მოცემულობა

მარშალ პრესი 29/07/2024
kaxa kaladze

„ძალიან დიდი სისულელეა საუბარი  იმაზე, რომ აღნიშნული კანონპროექტი, რომელიც იქნა მიღებული,  არის არაკონსტიტუციური“ – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას განაცხადა, როდესაც მას ოპოზიციის  და არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან აღნიშნულ კანონთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში  სარჩელის შეტანაზე ჰკითხეს. 

თბილისის მერის თქმით,  ამ კანონის ერთადერთი მიზანი არსამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების  გამჭვირვალობის  უზრუნველყოფაა.

„როგორ შეიძლება გამჭვირვალობა იყოს არაკონსტიტუციური, ხომ წარმოუდგენელია ასეთი რამ. კანონი, რომელიც ითხოვს მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეს  – გამჭვირვალობას. წლის განმავლობაში ერთხელ მხოლოდ იმ არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ვინც 20%-ზე მეტით ფინანსდებიან უცხოეთიდან, წარმოადგინონ დეკლარაციები, თუ ვისგან იღებენ თანხებს და რა კონკრეტულ პროექტებში იხარჯება, მხოლოდ ამაზეა საუბარი და ეს როგორ შეიძლება იყოს არაკონსტიტუციური ან როგორ შეიძლება ეს ეწინააღმდეგებოდეს ევროპულობას, ევროპულ მომავალს და ასე შემდეგ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, სამწუხაროდ, არასამთავრობო ორგანიზაციები დღეს საქართველოში პოლიტიკური პარტიების როლში გვევლინებიან, “გამჭვირვალობის შესახებ კანონი” კი  სწორედ დასავლეთისთვის შექმნილი ამ უხერხულობის მოხსნას ემსახურება. 

„საქართველოში არ არსებობს არასამთავრობო ორგანიზაცია. ზღვარი, რომელიც უნდა არსებობდეს პოლიტიკურ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის  ქვეყანაში წაშლილია. არასამთავრობო ორგანიზაციები არიან ჩვეულებრივი პოლიტიკური ორგანიზაციები, უბრალოდ სახელები აქვთ სხვადასხვა და ეს არის დღევანდელი მოცემულობა, რაც სრული კატასტროფაა, რა თქმა უნდა, უმრავლესობა არ ასაჯაროებს და არავის არ მიუწვდება ხელი იმასთან დაკავშირებით, თუ ვისგან ფინანსდება, რა კონკრეტულ პროექტები იხარჯება და ეს უხერხულობები რაც იქმნება და რაც უქმნის დასავლეთს ჩვენთან,  ჩვენი ქვეყნის მოსახლეობასთან  ურთიერთობაში უხერხულობას. რა თქმა უნდა, აღნიშნული კანონპნროექტი მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ეს უხერხულობები მთლიანად იყოს მოხსნილი“, – განაცხადა თბილისის მერმა.

Post navigation

Previous: ის განცხადებები, რაც ჩვენ მოვისმინეთ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისგან საბაზისო კვლევასთან მიმართებით, ძალიან სუსტი და არგუმენტისგან დაცვლილი იყო. ამაში საზოგადოება თვითონვე დარწმუნდა
Next: ფაქტია, გარკვეულ ძალებს, რომლებიც ევროკავშირს სრულად მართავენ, ჯერ კიდევ აშფოთებთ ადამიანებში ქრისტიანული ღირებულებების სიმძლავრე და მიზნად ისახავენ ამ ფასეულობების ბოლომდე განადგურებას

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.