Skip to content
04/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ეს მანიპულაციური “გამოკითხვები” არის ოპოზიციის სისუსტის ყველაზე კარგი ინდიკატორი

მარშალ პრესი 29/07/2024
zaal anjaparidze

აზრი არ აქვს ამ სოციოლოგიური აბრაკადაბრის განხილვას, მაგრამ ვფიქრობ აზრი აქვს საზოგადოების გაფრთხილებას – თქვენით მანიპულირებენ! თქვენ მოგაწერენ ისეთ რამეებს, რაც თქვენი აზრი არ არის, მაგრამ უნდათ თქვენად გაასაღონ შინ თუ გარეთ, – ასე ეხმიანება ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე, “ფორმულას” მიერ გამოქვეყნებული სოციოლოგიური კვლევის შედეგებს. მისი განცხადებით, ეს მანიპულაციური “გამოკითხვები” ოპოზიციის სისუსტის ყველაზე კარგი ინდიკატორია, რომლის მსგავსსაც სავარაუდოდ, არჩევნებამდე კიდევ ვიხილავთ.

“კეზერა ტვ-ის მიერ დაფინანსებული ე.წ. “სოციოლოგიური გამოკითხვის” ე.წ. “შედეგები” განსაკუთრებით პარტიების რეიტინგებში, თანხვედრაშია ცოტა ხნით ადრე სოროსის ფონდის ადგილობრივი ფილიალის მიერ დაფინანსებულ ასეთივე გამოკითხვის შედეგებთან, ძლივს რომ გაასაჯაროებინეს ავტორებს. იმედია ხვდებით რატომაც. აზრი არ აქვს ამ სოციოლოგიური აბრაკადაბრის განხილვას, მაგრამ ვფიქრობ აზრი აქვს საზოგადოების გაფრთხილებას – თქვენით მანიპულირებენ! თქვენ მოგაწერენ ისეთ რამეებს, რაც თქვენი აზრი არ არის, მაგრამ უნდათ თქვენად გაასაღონ შინ თუ გარეთ. მოკლედ, ეს მანიპულაციური “გამოკითხვები” არის ოპოზიციის სისუსტის ყველაზე კარგი ინდიკატორი. არჩევნებამდე ალბათ კიდევ ვიხილავთ რამდენიმე მსგავს “სოციოლოგიურ” ოპუსს, რომ მერე როდესაც არჩევნებს წააგებენ, იყვირონ აი ჩვენი გამოკითხვებით სხვა სურათი იყოო. ნანახი გვაქვს ეს კინოც, თან არაერთხელ,” – წერს ანჯაფარიძე Facebook-ზე.

Post navigation

Previous: ჩვენ გვჭირდება, საქართველოს ინტერესებზე მორგებული, ღირსებაზე დაფუძნებული ჯანსაღი და პროგრესული პოლიტიკა
Next: ახალი “უკვდავი” ლიდერი გამოიყვანეს “მარადმწვანე” და აწ უკვე დამჭკნარი ბაქრაძის მაგივრად – ლომჯარია. დღეიდან ეგ გვეყოლება ხოლმე მის მაგივრად პატრიარქის მერე მეორე ადგილას

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.