Skip to content
22/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

რა სჭირთ ამ ბოლო დღეებში ფსევდოლიბერალებს? – მამუკა მდინარაძე

მარშალ პრესი 28/07/2024
mamuka mdinaradze

ცუდი და ამორალურია რომელიმე განსხვავებული ცხოვრების წესის მქონე ადამიანების უფლებების მხარდაჭერა? მკრეხელობაა? მსგავსი რამ ქართული ოცნების ყველაზე კონსერვატორ ამომრჩეველსაც არ უთქვამს, ჩვენ მხოლოდ ამორალურ და მომავალი თაობების დამაზიანებელ პროპაგანდას ვებრძვით!- ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ტელეკომპანია “იმედის” მიმართ დაორგანიზებულ ბულინგს.

მდინარაძის თქმით, გარდა იმისა, რომ ფსევდოლიბერალებმა ემანუელ მაკრონის მიერ X-ზე გამოქვეყნებული პოსტი არ მოიწონეს, მათ რუსეთის მიმართ სანქციებიც აღარ მოსწონთ, ომზე ხომ საერთოდ ზედმეტია საუბარი და ერთი დარჩათ, რომ თქვან ცოტა ხნის წინ მიღებული კანონი რუსული კი არა, გამჭვირვალობისაა და უდავოდ სასარგებლო, ქართული, ეროვნულია და ქვეყნის სუვერენიტეტს ამყარებსო. „დაორგანიზებული ბულინგი ტელეკომპანია “იმედის” მიმართ: მაკრონმა ლგბტ პირების მიმართ მხარდაჭერა კი არ გამოხატა, უბრალოდ მის მიერ გამოყენებული ფრანგული სიტყვის პირდაპირი თარგმანი “სიამაყეა” და სხვა აზრის ძებნა ამ სიტყვაში, უბრალოდ, ამორალურობააო ოლიმპიადის გახსნიდან გამომდინარე კონტექსტიც საერთოდ არანაირ კავშირშიაო…

და ასეთი ისტერია საქართველოში რატომ? ცუდი და ამორალურია რომელიმე განსხვავებული ცხოვრების წესის მქონე ადამიანების უფლებების მხარდაჭერა? მკრეხელობაა? მსგავსი რამ „ქართული ოცნების“ ყველაზე კონსერვატორ ამომრჩეველსაც არ უთქვამს, ჩვენ მხოლოდ ამორალურ და მომავალი თაობების დამაზიანებელ პროპაგანდას ვებრძვით! რა სჭირთ ამ ბოლო დღეებში ფსევდოლიბერალებს? რუსეთის მიმართ სანქციებიც კი აღარ მოსწონთ, აღარ ითხოვენ! ომზე ხომ საერთოდ ზედმეტია საუბარი, ბომბებით წვა კი არა, მშვიდობაზე ლოცულობენ… ერთი დარჩა, ცოტა ხნის წინ მიღებული კანონი რუსული კი არა, გამჭვირვალობისაა და უდავოდ სასარგებლო, ქართული, ეროვნულია და ქვეყნის სუვერენიტეტს ამყარებსო – უნდა თქვან. დანარჩენში უკვე ზედმეტად გადაგვისწრეს, – წერს მდინარაძე სოციალურ ქსელში.

Post navigation

Previous: ეტყობა პატრონების მიერ დაქირავებულმა არ იცის კახი რომ მსოფლიოში ცნობილი ძვირადღირებული ფეხბურთელი იყო და თუ რაიმე აქვს შეძენილი, მხოლოდ საკუთარი ნიჭით და თავაუღებელი შრომით
Next: კახა კალაძემ იშრომა და ისე აქვს, რაც აქვს, აი თქვენ იკითხეთ ტვ პირველის მანქურთებო, ქართული ჯარის, ევროპელი პენსიონერების, მევახშეებისგან ქართველი ხალხის ნაძარცვი ფული რომ მიგაქვთ სახლში

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.