რატომ აღარ არის ლაშა ნაცვლიშვილი “ქართულ ოცნებაში?”

731
წაკითხვა/ნახვა
mpn

“ქართულმა ოცნებამ” ლაშა ნაცვლიშვილთან ურთიერთობა შეწყვიტა, ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გადაცემა “რეაქცია”-ში სტუმრობისას, ინგა გრიგოლიას კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, მათ ნაცვლიშვილთან კომუნიკაცია აღარ აქვთ.

“ლაშა ნაცვლიშვილთან აღარ გვაქვს კომუნიკაცია, მგონი ის საქართველოშიც აღარ არის და საზღარგარეთ არის თუ არ ვცდები. ის ხომ არ იყო პოლიტიკური ფიგურა, იყო პიარის მიმართულების ხელმძღვანელი, როდესაც ასეთი შიდაპარტიული გადაადგილება ხდება, ამას შეიძლება ჰქონდეს სხვადასხვა მიზეზი, მათ შორის ტექნიკური ან შეიძლება ვინმეს სხვა სტილით უნდოდეს მუშაობის გაგრძელება და ასე შემდეგ. ეს არის მენეჯმენტის გადასაწყვეტი, თუმცა ეს არის შიდა სამზარეულო და ალბათ საჯაროდ ამის გამოტანა  აუცილებელი არ არის”– თქვა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები
mpn
მოწონება