Skip to content
07/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

სრულიად არ გამკვირვებია, მაგ ნახირს ბიძინაზე თავდასხმა რომ დაეგეგმა

მარშალ პრესი 28/07/2024
giorgi gamsaxurdia

როდის იყო, რომ ნაცმოძრაობისათვის რაიმე წმინდა არსებობდა? რა უკრაინაში რუსული აგრესია და რა უკრაინელი ხალხის გვერდში დგომა? საკუთარი ქვეყნის ჭირს იყენებენ სათავისოდ და უკრაინა არ ჰკიდიათ? მეტი წილი ეს ვითომ მეომრები, ყველაზე არ ვსაუბრობ, ერთი მიზეზით არიან იქ, თავიანთი გამოცდილება არეულობისათვის გამოიყენონ საქართველოში, – წერს სოციალურ ქსელში საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილი, გიორგი გამსახურდია.

მისივე თქმით, სრულიად არ გაჰკვირვებია ბიძინა ივანიშვილზე თავდასხმა რომ დაგეგმეს. მანვე აღნიშნა, რომ ვერ ეღირსებიან ამ მიზნის მიღწევას და ეს ჩანასახშივე უნდა იცოდნენ.

„როდის იყო, რომ ნაცმოძრაობისათვის რაიმე წმინდა არსებობდა? რა უკრაინაში რუსული აგრესია და რა უკრაინელი ხალხის გვერდში დგომა? საკუთარი ქვეყნის ჭირს იყენებენ სათავისოდ და უკრაინა არ ჰკიდიათ? მეტი წილი ეს ვითომ მეომრები, ყველაზე არ ვსაუბრობ, ერთი მიზეზით არიან იქ, თავიანთი გამოცდილება არეულობისათვის გამოიყენონ საქართველოში. პუტჩის გამოცდილება და პუტჩის მონაწილეები კიდევ, ოხრად ჰყავთ პარტიაში და პარტიის ლიდერშიფში. სრულიად არ გამკვირვებია, მაგ ნახირს ბიძინაზე თავდასხმა რომ დაეგეგმათ. მაგრამ ვერ ეღირსებიან მაგ მიზნის მიღწევას, ეს ჩანასახშივე უნდა იცოდნენ ამ გარეწრებმა“, – წერს გიორგი გამსახურდია.

Post navigation

Previous: “პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიალზე საიდუმლო სერობის დაცინვით შოკირებული ვიყავით – ამერიკული სატელეკომუნიკაციო კომპანია C Spire
Next: ის, რაც ოლიმპიადის გახსნაზე ვიხილეთ, ცალსახად მიუთითებს ე.წ. განვითარებული სამყაროს დღემდე არნახულ დეგრადირებაზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.