Skip to content
07/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ამოქმედდა ახალი ინსტრუმენტები – „პარტნიორების“ მიერ ქართული ჯარისთვის დაფინანსების შეჩერება და ამ თანხის ენჯეოებისკენ და პარტიული მედიებისკენ მიმართვა

მარშალ პრესი 27/07/2024
zaal anjaparidze

დასავლელი პარტნიორების საქართველოსთან „პარტნიორობას“ ბოლო წლებში ერთობ თავისებური სახე მიეცა, რის გამოც ამ სიტყვას უკვე ბრჭყალებში ვათავსებ. აღმოჩნდა, რომ დასავლეთისთვის პარტნიორობა ჩვენი ქვეყნის ზვარაკად შეწირვას ნიშნავს თურმე, – წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელ Facebook-ზე. მისი განცხადებით, როდესაც ზეწოლის ადრე გამოყენებულმა ინსტრუმენტებმა შედეგი ვერ გამოიღო, ამოქმედდა ახალი ინსტრუმენტები – „პარტნიორების“ მიერ ქართული ჯარისთვის დაფინანსების შეჩერება.

“დასავლელი პარტნიორების საქართველოსთან „პარტნიორობას,“ ბოლო წლებში ერთობ თავისებური სახე მიეცა, რის გამოც ამ სიტყვას უკვე ბრჭყალებში ვათავსებ. აღმოჩნდა, რომ დასავლეთისთვის პარტნიორობა ჩვენი ქვეყნის ზვარაკად შეწირვას ნიშნავს თურმე, როდესაც სასწორზე დევს დასავლეთის დიადი მიზანი – მაგალითად, უკრაინასთან ომში რუსეთის სტრატეგიული დამარცხება. არაერთი ღია თუ ფარული მოწოდება თუ ზეწოლა განხორციელდა საქართველოზე და მის ხელისუფლებაზე, რომ ის უფრო აქტიური ყოფილიყო უკრაინის დახმარების საქმეში.

ინფორმაცია ამის შესახებ იძებნება საჯარო საინფორმაციო სივრცეში, რომ არაფერი ვთქვათ კულუარებიდან გამოჟონილ ინფორმაციებზე. როდესაც ზეწოლის ადრე გამოყენებულმა ინსტრუმენტებმა შედეგი ვერ გამოიღეს, ამოქმედდა ახალი ინსტრუმენტები – „პარტნიორების“ მიერ ქართული ჯარისთვის დაფინანსების შეჩერება და ამ თანხის ენჯეოებისკენ და პარტიული მედიებისკენ მიმართვა, ერთობლივი წვრთნების გადადება და ა.შ. ბუნებრივია, ჩნდება კითხვა: სადამდე შეიძლება ეს გაგრძელდეს? ეს ბევრ რამეზე იქნება დამოკიდებული. საგარეო ფაქტორები რომ დროებით გვერდზე გადავდოთ, ეს დამოკიდებული იქნება ჩვენთან საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე, რომელშიც „ქ/ოცნებას“ ყველაზე მეტი შანსი აქვს რომ გაიმარჯვოს.” – წერს ანჯაფარიძე.

Post navigation

Previous: ქართული ჯარის დაფინანსება შეგვიჩერეს, ხოლო არასამთავრობოებს გაუზარდეს. უკრაინიზაცია თქვენ ნებით არ მოინდომეთო, ჰოდა მიიღებთ უფრო დამანგრეველ ვარიანტს – თბილისის მაიდანსო
Next: ოლიმპიადის გახსნის ცერემონია მოიცავს ტრანსების დაცინვას საიდუმლო სერობაზე – რა სირცხვილია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.