Skip to content
04/03/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე

მოხსენით ეს საშინელი ჯვარი, უკანონო რელიგიურად და სამართლებრივად – რომან გოცირიძე

მარშალ პრესი 30/05/2022

მოხსენით ეს საშინელი ჯვარი, უკანონო რელიგიურად და სამართლებრივად – ამის შესახებ პარლამენტის სხდომაზე ნაციონალური მოძრაობის წევრმა რომან გოცირიძემ განაცხადა და მოითხოვა, რომ პარლამენტის წინ აღმართული რკინის ჯვარი მოიხსნას.

მისი თქმით, ის იბრძოდა მღვდლებისა და სხვადასხვა მწვანე მოძრაობების წინააღმდეგ, რომ ნამახვანი არ გაჩერებულიყო.

„მავნებლებმა და მოღალატეებმა გააჩერეს ნამახვანის ჰესი, დადიოდნენ ქუჩაში და ბევრი ისეთი ხალხი ეხმარებოდა მათ, თქვენ საქმეს ვაკეთებდი მე ამ შემთხვევაში, ქვეყნის საქმეს, მე ვიბრძოდი ამ მღვდლებისა და ამ სხვადასხვა მწვანე მოძრაობების წინააღმდეგ, რომ ნამახვანი არ გაჩერებულიყო. თქვენ ხმა ამოიღეთ ვინმემ? არ იყო პოპულარული, იმიტომ, რომ ქუჩაში გამოდიოდნენ ბნელები და მერე აქ ჯვარი აღგიმართეს, ალტინფოს ჯვარს ვეძახი, მოხსენით ეს საშინელი ჯვარი, უკანონო რელიგიურად და სამართლებრივად. პარლამენტის წინ ჯვარი დგას და კახა კალაძე კიდე გატრუნულია, მერიამ ნება დართო? და ამ ჯვრის წინ რომ მოკლეს ოპერატორი. ეს არის ნამახვანის ხალხი, აქ რომ იდგა და თქვენ სამი მილიარდის ინვესტიციას გააკეთებთ ნამახვანში?“ – განაცხადა რომან გოცირიძემ.

 

 

Post navigation

Previous: ლევან ბერძენიშვილი უსაზიზღრესი შარლატანია – თამარ ჩერგოლეიშვილი
Next: ამ დიაგრამაზე ჩანს, თუ ვინ რჩება კავკასიაში აშშ-ს მთავარ პარტნიორად – ზაალ ანჯაფარიძე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.