Skip to content
06/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ხალხმა უნდა იცოდეს, რომ ქართული ჯარის დაფინანსება ეგრეთწოდებულმა პარტნიორებმა შეაჩერეს მხოლოდ იმიტომ, რომ ქართულმა სახელმწიფომ ომს მშვიდობა ამჯობინა

მარშალ პრესი 27/07/2024
tamta megrelishvili

„ქართული სახელმწიფოს გადასარჩენად, მოქმედი ხელისუფლების ურყევი პოზიცია ხელმოწერილ მშვიდობაზე, არის ის დიდი დანაშაული, რომლის გამოც საქართველო და ქართველი ხალხი პოლიტიკური ალიყურით ისჯება“-წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში. მეგრელიშვილის თქმით, ხალხმა უნდა იცოდეს, რომ ქართული ჯარის დაფინანსება ეგრეთწოდებულმა პარტნიორებმა შეაჩერეს მხოლოდ იმიტომ, რომ ქართულმა სახელმწიფომ ომს მშვიდობა ამჯობინა!

„ქართული ჯარის დაფინანსებასა და მის ორმხრივ წვრთნებზე ბევრი რამ იწერება, მაგრამ სიმართლე არის მარტივი და არის ერთი! ხალხმა უნდა იცოდეს, რომ ქართული ჯარის დაფინანსება ეგრეთწოდებულმა პარტნიორებმა შეაჩერეს მხოლოდ იმიტომ, რომ ქართულმა სახელმწიფომ ომს მშვიდობა ამჯობინა! დიახ, დიდი ძმისაგან სახელისუფლებო გუნდი ისჯება მხოლოდ იმიტომ, რომ მათ ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ ომი თავიდან აერიდებინათ.

ორმხრივი წვრთნებიც ეგრეთწოდებულმა გაბრაზებულმა დიდმა ძმამ შეაჩერა მხოლოდ იმიტომ, რომ ქართული მხარე ომზე ვერც მუქარითა და ვერც პოლიტიკური თამაშით ვერ დაითანხმა. ქართული სახელმწიფოს გადასარჩენად, მოქმედი ხელისუფლების ურყევი პოზიცია ხელმოწერილ მშვიდობაზე, არის ის დიდი დანაშაული, რომლის გამოც საქართველო და ქართველი ხალხი პოლიტიკური ალიყურით ისჯება. ასე რომ ამ საკითხზე სხვადასხვა ვერსიები და ოპოზიციის მცდელობა გაამართლოს ამერიკის შეერთებული შტატების ქმედება არის შეკვეთილი მცდელობა, როგორმე ქართველი ხალხის თვალში დიდი ძმის იმიჯი გამართლდეს. ეს უკანასკნელი კი უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.“-წერს მეგრელიშვილი.

About the Author

მარშალ პრესი

Administrator

Visit Website View All Posts

Post navigation

Previous: ალბათ ბოკუჩავა ფიქრობდა ბაიდენს უნდა შევხვდეო, მაგრამ ამერიკაში რომ ჩავიდა უთხრეს – ტრამპს შეხვდიო და ასეც მოიქცა
Next: საქართველომ უარი თქვა ქვეყნის საომარ პოლიგონად გადაქცევაზე. ამიტომაც შეუჩერეს თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება და გადაისროლეს ეს თანხა იმ ენჯეო ანგარიშებზე, ვინც მეორე ფრონტის გახსნაზე ოცნებობს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.