Skip to content
06/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ჯარის დაფინანსება გააჩერეს იმიტომ, რომ საქართველომ მეორე ფრონტი არ გახსნა, ორმხრივი წვრთნებიც შეაჩერეს იმიტომ, რომ საქართველომ ომი არ დაიწყო – ეს არის მარტივი ჭეშმარიტება

მარშალ პრესი 27/07/2024
levan nikoleishvili

როგორც ამერიკის კონგრესში, საქართველოს უსაფუძვლო, უარგუმენტო კრიტიკა გამჭვირვალობის კანონის მოგონილი თემით ნიშნავს მარტივ რამეს – საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის დაუოკებელ სურვილს, ზუსტად ასევე, ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე – ქართული ჯარისთვის დაფინანსების შეწყვეტა არის უმარტივესი მესიჯი ჩვენი ქვეყნისთვის – “არ იომეთ? არ გახსენით მეორე ფრონტი? ჰოდა ფულსაც ვეღარ მიიღებთ”, – ამის შესახებ მოძრაობა “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრი, ლევან ნიკოლეიშვილი, სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, მარტივი ჭეშმარიტებაა ის, რომ ჯარის დაფინანსება და ორმხრივი წვრთნებიც იმიტომ შეაჩერეს, რომ საქართველომ მეორე ფრონტი არ გახსნა. როგორც ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, ქართულ ჯარს “ლამაზი თვალების” და სიყვარულის გამო არავინ აფინანსებდა.

“როგორც ამერიკის კონგრესში, საქართველოს უსაფუძვლო, უარგუმენტო კრიტიკა გამჭვირვალობის კანონის მოგონილი თემით ნიშნავს მარტივ რამეს – საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის დაუოკებელ სურვილს, ზუსტად ასევე, ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე – ქართული ჯარისთვის დაფინანსების შეწყვეტა არის უმარტივესი მესიჯი ჩვენი ქვეყნისთვის – “არ იომეთ? არ გახსენით მეორე ფრონტი? ჰოდა ფულსაც ვეღარ მიიღებთ”. დიახ, ჯარის დაფინანსება გააჩერეს იმიტომ, რომ საქართველომ მეორე ფრონტი არ გახსნა. ორმხრივი წვრთნებიც შეაჩერეს იმიტომ, რომ საქართველომ ომი არ დაიწყო. ეს არის მარტივი ჭეშმარიტება. “ლამაზი თვალების” და ქართული არმიის სიყვარულის გამო არავინ აფინანსებდა ჩვენს ჯარს. ისინი ემზადებოდნენ გადამწყვეტი მომენტისთვის და რადგან ამ მომენტში ცეცხლი არ გავხსენით და სამშობლო გადავარჩინეთ გარდაუვალ განადგურებას, დაგვსაჯეს დაფინანსების გაჩერებით და წვრთნების გაუქმებით!” – წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

About the Author

მარშალ პრესი

Administrator

Visit Website View All Posts

Post navigation

Previous: ფრანგი ევროპარლამენტარი მარიონ მარეშალი პარიზის ოლიმპიადის გახსნაზე “დრაგ ქვინების” მიერ საიდუმლო სერობის პაროდიას აკრიტიკებს
Next: ალბათ ბოკუჩავა ფიქრობდა ბაიდენს უნდა შევხვდეო, მაგრამ ამერიკაში რომ ჩავიდა უთხრეს – ტრამპს შეხვდიო და ასეც მოიქცა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.