Skip to content
13/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

აქაურ რადიკალებს ეგონათ, რომ გამჭვირვალობის კანონს გაგვაწვევინებდნენ, მაგრამ დაინახეს რომ ასე არ მოხდა

მარშალ პრესი 26/07/2024
guram macharashvili

„აგენტურისთვის მთელი უბედურება ისაა, რომ როცა ხელს მოაწერენ რაღაცას, მერე არავინ ეკითხება მათ თუ როგორ სურთ მოიქცნენ.“ – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მან გაიხსენა გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღების შემდეგ განვითარებული მოვლენები და აღნიშნა, რომ რადიკალებს სწორედ ამ კანონის გამო მოუწიათ იმ ძალების მობილიზება და გამოყენება გაზაფხულზე, რასაც ოქტომბერში, არჩევნებისთვის გეგმავდნენ.

„აქაურ რადიკალებს ეგონათ, რომ გამჭვირვალობის კანონს გაგვაწვევინებდნენ, მაგრამ დაინახეს, რომ ასე არ მოხდა, რადგან ხალხმა მათ მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია არ მიიღო. ამიტომ, მოუწიათ იმ ძალების მობილიზება და გამოყენება გაზაფხულზე, რასაც ოქტომბერში, არჩევნებისთვის გეგმავდნენ. თუ გაიხსენებთ, თავიდან, როცა კანონი შემოვაბრუნეთ, აქაური რადიკალები აცხადებდნენ, რომ ამ პროვოკაციას არ ავყვებით, უნდათ რომ ხალხი გამოვიყვანოთო და ა.შ. მერე კი, როგორც ჩანს, სხვა დავალება მიიღეს გარედან. ამიტომ ვამბობთ სწორედ, რომ ამ კანონს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.“ – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

Post navigation

Previous: ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარემ, გახარიას პარტიის წევრმა გიგა ფარულავამ მორიგი პოლიტიკური დემაგოგიის ტირაჟირება სცადა
Next: „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარედ სოფო ჯაფარიძე აირჩიეს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.