Skip to content
05/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

თითოეულმა მოქალაქემ უნდა იცოდეს ოპოზიციის ძირგამომთხრელი საქმიანობის შესახებ, რადგან მეორე ფრონტის გახსნის შემთხვევაში, რაც ოპოზიციის მიზანი იყო და არის, ომის სიმძიმე ყველას შეგვეხებოდა

მარშალ პრესი 26/07/2024
davit chikhelidze

“საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ უნდა იცოდეს ოპოზიციის ძირგამომთხრელი საქმიანობის შესახებ, რადგან მეორე ფრონტის გახსნის შემთხვევაში, რაც ოპოზიციის მიზანი იყო და არის, ომის სიმძიმე ყველას შეგვეხებოდა.”- წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე ოპოზიციის იმ მოთხოვნების შესახებ, რომელიც უკრაინის დასახმარებლად უნდა გაკეთებულიყო.

როგორც ჩიხელიძე წერს, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ბრიფინგი იყო სრული ლუსტრაცია, თუ როგორი არ უნდა იყოს ოპოზიცია და როგორი უნდა იყოს ქვეყნის მოღალატე ადამიანის სახე. მაგალითად აქუბარდია, დეკანოიძე, ვაშაძე, რომლებიც მთავრობას უკრაინის სამხედრო დახმარებისკენ მოუწოდებდნენ.

ექსპერტის თქმით, არათუ საქართველო, არამედ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევას ევროკავშირის და ნატოს წევრი ქვეყნები ერიდებოდნენ, რაც სწორი და მართებული პოზიცია არის.

“ფუჭი აღმოჩნდა ოპოზიციის ძალისხმევა საქართველოში მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობამ გაუძლო ზეწოლას, ოპოზიცია კი მორიგ ჯერზე დამარცხდა. დღეს პაპუაშვილის ბრიფინგი იყო სრული ლუსტრაცია, თუ როგორი არ უნდა იყოს ოპოზიცია და როგორი უნდა იყოს ქვეყნის მოღალატე ადამიანის სახე. მაგალითად აქუბარდია, დეკანოიძე ვაშაძე და ა.შ. რომლებიც მთავრობას უკრაინის სამხედრო დახმარებისკენ მოუწოდებდნენ, ზოგიერთი უფრო შორს წავიდა და უკრაინის დახმარების კონკრეტული გეგმა წარმოადგინა, რომელიც რეალურად საქართველოს ომში ჩათრევის გეგმა იყო. არათუ საქართველო, არამედ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევას ევროკავშირის და ნატოს წევრი ქვეყნები ერიდებოდნენ, რაც სწორი და მართებული პოზიცია არის. რომ არაფერი ვთქვათ სანქციების საკითხზე, რომელიც ეროვნული მნიშვნელობის არის და ყველა ქვეყანა ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით მოქმედებს, მათ შორის მოლდოვა, რომელიც ჩვენზე წინ უსამართლოდ დააყენეს და დღემდე რუსეთთან აქტიური სავაჭრო ურთიერთობა აქვს.

საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ უნდა იცოდეს ოპოზიციის ძირგამომთხრელი საქმიანობის შესახებ, რადგან მეორე ფრონტის გახსნის შემთხვევაში, რაც ოპოზიციის მიზანი იყო და არის, ომის სიმძიმე ყველას შეგვეხებოდა.”- წერს დავით ჩიხელიძე.

About the Author

მარშალ პრესი

Administrator

Visit Website View All Posts

Post navigation

Previous: იმ ახალგაზრდებს მივმართავ – სად ხართ, ბიჭებო? თქვენ, ვისაც ორგანიზება გაგიწიათ და სიცხეში მიგიყვანათ, კვერცხები გასროლინათ. ეს უნდა გაატაროთ? უნდა „გადაყლაპოთ“, რომ გამოგიყენათ?
Next: ირაკლი კობახიძე საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მიერ ოლიმპიადის მონაწილე სახელმწიფოთა ლიდერების პატივსაცემად გამართულ მიღებას დაესწრო

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Copyright © All rights reserved. | MoreNews by AF themes.