Skip to content
04/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

სახელმწიფოს პოზიციაა, რომ ქვეყანაში იყოს შენარჩუნებული სტაბილურობა, არავის მიეცეს უფლება და საშუალება იმისა, რომ საქართველოში გაიმეოროს ის, რაც მოხდა ფიცოს და ტრამპის შემთხვევაში

მარშალ პრესი 26/07/2024
dimitri khundadze

პარტია „ხალხის ძალის“ გენერალური მდივანი დიმიტრი ხუნდაძე ტერორიზმისა და შეთქმულების საქმეს ეხმაურება. დეპუტატის თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ვალდებულებაა ქვეყანაში აღკვეთოს დანაშაული. დიმიტრი ხუნდაძე განმარტავს, რომ სახელმწიფოს პოზიციაა ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილურობა იყოს შენარჩუნებული და არავის მიეცეს საშუალება საქართველოში განახორციელოს ის, რაც ფიცოსა და ტრამპის შემთხვევაში მოხდა.

„ცდილობდნენ საქართველოში მოეწყოთ ტერაქტი, უშუალოდ ბიძინა ივანიშვილზე, რომელიც სტაბილურობის და მშვიდობის გარანტია ქვეყანაში. ვფიქრობ რომ სუს-ის ასეთი პრევენციული დამოკიდებულება და დანაშაულის აღკვეთა, არის მათი ვალდებულება. ეს არის სახელმწიფოს პოზიცია, რომ ქვეყანაში იყოს შენარჩუნებული სტაბილურობა, არავის მიეცეს უფლება და საშუალება იმისა, რომ საქართველოში გაიმეოროს ის, რაც მოხდა ფიცოსთან მიმართებით და რაც გაბედეს ტრამპის შემთხვევაში- პირდაპირ საარჩევნო კამპანიის დროს რომ ესროლეს ტყვია,“- აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

Continue Reading

Previous: „ლაზიკა“, „დიდგორი“ – ქართული წარმოების ჯავშანმანქანებისა და სხვადასხვა ამუნიციის „სიმბოლური რაოდენობის (უკრაინისთვის ) გადაცემაც კი საკმარისი იქნებოდა, მხარდაჭერის გამოსახატად” – რას ამბობდა თეონა აქუბარდია რადიო თავისუფლებასთან 2022 წელს
Next: კვიპროსზე რომ დასეირნობენ ჩვენი ოპოზიციონერები, კეზერაშვილს ხვდებიან და ის დაფინანსებას ჰპირდება, დაუსვით კითხვები ამ “კოდლა-კოდლა” ჩამოლაგებულ საერთაშორისო დამკვირვებლებს კეზერაშვილის დაფინანსებაზე

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025