Skip to content
04/03/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ელჩი ზაზა კანდელაკი: ქართული კულტურის ცენტრი წმინდა მიწაზე ჩვენი კულტურის საპრეზენტაციო ადგილი იქნება

მარშალ პრესი 29/05/2022

ქართული კულტურის ცენტრი ჩვენი კულტურის საპრეზენტაციო ადგილი იქნება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს იორდანიაში საქართველოს ელჩმა, ზაზა კანდელაკმა მდინარე იორდანესთან საქართველოსთვის მიწის ნაკვეთის გადაცემის ცერემონიალის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ცენტრში იქნება საგამოფენო დარბაზები და წარმოდგენილი იქნება საქართველოს ისტორია.

„ასევე, ჩვენი საგალობლების წარმოდგენა მოხდება. ხატწერის თემა არსებობს, შეიძლება, ამგვარი სასწავლებელიც გაკეთდეს და ჩვენი კულტურა გავუზიაროთ იორდანიელებს. ასევე, სამეცნიერო მუშაობაც იქნება შესაძლებელი, რადგან ბევრი რამეა შესასწავლი ზოგადად, წმინდა მიწაზე. მე დარწმუნებული ვარ, ჩვენი მეცნიერები დაინტერესდებიან, მით უმეტეს, როცა უკვე დღეს ჩვენი საკუთარი ადგილი გვაქვს“, – განაცხადა ზაზა კანდელაკმა.

Post navigation

Previous: გოგა ხაინდრავა: დღეს ჩვენ ევროპას ბევრად უფრო მეტად ვჭირდებით ვიდრე ჩვენ გვჭირდება ევროპა
Next: რადიკალებისა და მათი უცხოელი ლობისტების გათვლა მარტივია, საქართველომ არ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი – ირაკლი კობახიძე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.