Skip to content
09/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

მაია ნიკოლეიშვილი: ის, რაც ჩვენ დღეს პარლამენტში ვნახეთ, სახეზე გვაქვს პოლიტიკური ექსტრემიზმი, ანტიეროვნული და ანტიმართლმადიდებლური ელემენტებით

მარშალ პრესი 29/05/2022
მაია-ნიკოლეიშვილი

ის, რაც ჩვენ დღეს პარლამენტში ვნახეთ, ჩემი აზრით, სახეზე გვაქვს პოლიტიკური ექსტრემიზმი, ანტიეროვნული და ანტიმართლმადიდებლური ელემენტებით, – ამის შესახებ ექსპერტმა მაია ნიკოლეიშვილმა „იმედი LIVE“-ში ისაუბრა.

„ამას დღეს უნდა დავარქვათ სახელი და არა 1 წლის შემდეგ. რამდენად მძიმეც არ უნდა იყოს დასავლეთის თვალში, როდესაც დეპუტატი ამბობს შავი ხვრელიაო, ჩვენგან გადის იარაღიო, როდესაც პოლიტიკური ექსტრემიზმი გვექნება საკანონმდებლო დონეზე, მათი ნათქვამის ფასი საგარეო მოხმარებისთვის ძალიან დაბალი იქნება. ჩემი მოლოდინი იყო, რომ ეს ხალხი ომში ჩვენ ჩართვას ეცდებოდა, შემდეგ ეს ცხადად დაიდო. საქართველოს ჩართვა ნიშნავდა იმას, რომ მომენტალურად შეიცვლებოდა ხელისუფლება. შემოვიდოდა დიდი დახმარებები და ვინმემ არ მითხრას, რომ მათ თავიანთი მოსახლეობა ეცოდებათ“, – განაცხადა მაია ნიკოლეიშვილმა.

Post navigation

Previous: საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იერუსალიმის პატრიარქ თეოფილოს III-სა და იორდანიის მართლმადიდებელი ეკლესიის არქიეპისკოპოს ქრისტოფოროს ატალას შეხვდა.
Next: გოგა ხაინდრავა: დღეს ჩვენ ევროპას ბევრად უფრო მეტად ვჭირდებით ვიდრე ჩვენ გვჭირდება ევროპა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.