IMG.GE IMG.GE

განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული შალვა გოგოლაძის ადვოკატის, გოჩა ხაჩიურის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი  არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი ახალგაზრდა გოგოს, არც დაწვის და არც ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტს არ აღიარებს.

დაკავებულს 19/109-ე მუხლის აქვს წარდგენილი, რომელშიც თავს დამნაშავედ არ ცნობს. ის განზრახ მკვლელობის მცდელობას არ აღიარებს. დანარჩენი თუ რა დანაშაულთან გვაქვს საქმე სასამართლო მიმდინარეობის დროს გაირკვევა. მასალებიდან გამომდინარე ბრალდებული ამბობს, რომ მან ბენზინი ავტომანქანაში ჩასასხმელად შეიძინა. მან სამართალდამცავებთან აღიარა, რომ იმ ადგილას იმყოფებოდა. დაწვის ფაქტს, ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას არ აღიარებს”,-განაცხადა გოჩა ხაჩიურმა.

ცნობისთვის, განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ მამაკაცს, რომელიც ახალგაზრდა ქალის დაწვას ცდილობდა, აღკვეთის ღონისძიების სახით  პატიმრობა შეეფარდა.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება