Skip to content
13/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მათ აერთიანებთ საერთო ნიშანი გარდა ბოროტებისა – ეს არის დავალებების შემსრულებლობა – მამუკა მდინარაძე სალომე ზურაბიშვილის და „ლელოს“ გაერთიანებაზე

მარშალ პრესი 25/07/2024
mamuka mdinaradze

აი თქვენც ხომ თქვით ახლა, თქვენ შეგექმნათ შთაბეჭდილება, რომ {ლელოს} შეუერთდა სალომე ზურაბიშვილი. ჯერ ერთი სალომე ზურაბიშვილის შეერთება არ შეიძლება, უსერიოზულესი დარღვევაა იქიდან გამომდინარე, რომ ის იკავებს ჯერ კიდევ ფორმალურად პრეზიდენტის თანამდებობას და არ შეიძლება, დარღვევაა, ჩარევაა უკანონო, მაგრამ ასეთ უკანონობას მიჩვეულები ვართ მისგან, კონსტიტუციას პირდაპირ არღვევს და შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს რაღაც აბსურდული სარჩელებით მიმართავს, – ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტის შეკითხვას არის თუ არა სალომე ზურაბიშვილი ის პოლიტიკური ფიგურა ვინც „ლელოს“ 5%-იან ბარიერს გადაალახვინებს.

მდინარაძემ აღნიშნა, რომ „ლელოს“ და სალომე ზურაბიშვილს გარდა ბოროტებისა აერთიანებთ დავალებების შემსრულებლობა და ისინი მოქმედებენ საქართველოს წინააღმდეგ.

„ისინი ისედაც ერთად არიან, იმიტომ, რომ მათ აერთიანებთ საერთო ნიშანი გარდა ბოროტებისა, ეს არის დავალებების შემსრულებლობა. არავის არაფერს არ ვაბრალებთ, სამწუხარო რეალობაა, რომ ისინი ასრულებენ გარე დავალებებს და მოქმედებენ საქართველოს და არა საქართველოს ხელისუფლების მხოლოდ, საქართველოს წინააღმდეგ“, -განაცხადა მდინარაძემ.

Post navigation

Previous: მადლობა ყველა ევროპელს თუკი რაიმეთი ამ ქვეყანას გვერდით დასდგომია, მაგრამ ზედმეტს ნუ დაიბრალებენ და ნურც ჩვენ დაგვაბრალებენ. თუ მაძლევ კრედიტს, ნუ მამუნათებ და ნუ მამადლი
Next: საქართველოს მიმართ დღეს, გარკვეული ძალების მხრიდან, რომელსაც პირობითად “გლობალური ომის პარტიას” ვუწოდებთ, არის ომში ჩართვის ინტერესი, სხვა ვერსია არ არსებობს – მაშინ, ვინმემ გასცეს პასუხი კითხვაზე, რატომ აკრიტიკებენ და ექცევიან საქართველოს უსამართლოდ?

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.