Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

საქართველო არასდროს შეცვლის კურსს იმიტომ, რომ საზოგადოების განწყობა არის ის, რასაც ჩვენ ვახორციელებთ- ეს არის ევროპული გზა, რაც გვიწერია კონსტიტუციაში

მარშალ პრესი 25/07/2024
mamuka mdinaradze

„საქართველო არასდროს შეცვლის კურსს იმიტომ, რომ ჩვენი საზოგადოების განწყობა არის ის, რასაც ჩვენ ვახორციელებთ და ეს გვიწერია კონსტიტუციაში. ეს არის ევროპული გზა და საქართველოს ხელისუფლება არასდროს შეცვლის ამ კურსს“-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მამუკა მდინარაძის თქმით, თუ ვინმეს უნდა, კურსის ცვლილებაში იგულისხმოს თავდახრილი, ცალ ფეხზე დგომა, „ქართული ოცნება“ ამაზე ვერ წაჰყვება.

„ჩვენს საარჩევნო სლოგანშიც შემთხვევით არ ჩაგვიწერია ეს სიტყვა- მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით მხოლოდ ევროპისკენ. ეს არის ჩვენი პოლიტიკური მრწამსიც და ეს არის ჩვენი მიმართულებაც და თუ ფიქრობთ, რომ ევროპული გზა ომით, უბედურებით, საკუთარი ჯარისკაცების და მოსახლეობის დახოცვის ხარჯზე [უნდა] იყოს, ეს არ იქნება -ერთი და მეორე, ვერც იქნება, სამწუხაროდ. სულ რომ თავი შესწირო ამ იდეას, ეს ევროპასთან არ დაგაახლოებთ, არ გაგიჩნდეთ ამის ილუზია. ეს თან დაგაშორებთ და თან ფიზიკურად განადგურდებით. გავნადგურდებით და ვერც ევროპას დავუახლოვდებით ამით – ეკონომიკურადაც, ფიზიკურადაც. ვიღაც თუ გატყუებთ და გაჯერებთ, რომ ეს ევროპასთან დაგვაახლოებს, ესეც ცალკე ტყუილია და ამიტომ, თავის გაწირვა ტყუილისთვის არ ღირს“-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

Continue Reading

Previous: საქართველოს მიმართ დღეს, გარკვეული ძალების მხრიდან, რომელსაც პირობითად “გლობალური ომის პარტიას” ვუწოდებთ, არის ომში ჩართვის ინტერესი, სხვა ვერსია არ არსებობს – მაშინ, ვინმემ გასცეს პასუხი კითხვაზე, რატომ აკრიტიკებენ და ექცევიან საქართველოს უსამართლოდ?
Next: ხელისუფლებაში მოსვლა იმიტომ კი არ უნდათ, რომ ქვეყნის განვითარება სურთ, მათი სურვილია გარე ძალების დავალებას უსიტყვოდ მოაწერონ ხელი და მეორე დღესვე ჩართონ ქვეყანა ომში

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025