Skip to content
12/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

თავდაცვის მინისტრი ოსიაურის სამხედრო ბაზაზე წმინდა კეთილმსახურის მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძრის კურთხევას დაესწრო

მარშალ პრესი 25/07/2024
01

ოსიაურში, ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის დაცვის ბატალიონის ბაზაზე წმინდა კეთილმსახურის მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძარი გაიხსნა. ეკლესია ყოვლადუსამღვდელოესმა სურამის და ხაშურის ეპისკოპოსმა სვიმეონმა თავდაცვის ძალების კაპელანებთან და ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად აკურთხა. ტაძრის სამხედრო მოძღვარმა, მამა ალექსანდრე სტეფნაძემ წირვა აღავლინა. ახალი ტაძრის კურთხევას თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, ასევე თავდაცვის ძალებისა და ხაშურის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები დაესწრნენ. 

კურთხევის შემდეგ მეუფე სვიმეონმა თავდაცვის მინისტრს ტაძრის მშენებლობაში გაწეული თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა და წმინდა კეთილმსახურის მეფე დავით აღმაშენებლის ხატი გადასცა. 

მოგვიანებით, ირაკლი ჩიქოვანმა თავდაცვის ძალების წარმომადგენლებთან ერთად ოსიაურის ლოჯისტიკის ბაზის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და ქვედანაყოფის შესაძლებლობებს გაეცნო. 

წმინდა კეთილმსახურის მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძარი სამნავიანი ბაზილიკის არქიტექტურული სტილის ნაგებობაა, რომელიც თავდაცვის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერითა და შემოწირულობებით აშენდა. ქვედანაყოფში აქამდე ეკლესია არ არსებობდა და სამხედრო მოსამსახურეები ყაზარმაში მოწყობილ სამლოცველო სახლით სარგებლობდნენ. ტაძარი დღეიდან მოქმედია და ადგილობრივი მრევლისთვის წირვა-ლოცვა მუდმივ რეჟიმში აღევლინება.

Post navigation

Previous: ალეკო ელისაშვილსა და ხაზარაძეს შორის კომიკური ერთობა შედგა, ეს არის უპრინციპო ადამიანების კავშირი
Next: მადლობა ყველა ევროპელს თუკი რაიმეთი ამ ქვეყანას გვერდით დასდგომია, მაგრამ ზედმეტს ნუ დაიბრალებენ და ნურც ჩვენ დაგვაბრალებენ. თუ მაძლევ კრედიტს, ნუ მამუნათებ და ნუ მამადლი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.