Skip to content
12/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მახსოვს არჩევნებზე გაყალბების იდეებით და მსგავსი აზრებით რომ იყვნენ განმსჭვალულნი – გიორგი გამსახურდია გახარიას გუნდზე

მარშალ პრესი 25/07/2024
giorgi gamsaxurdia

გიორგი გამსახურდია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თქმითაც, პარტია ააქტიურებს „არჩევნების დაცვის ჯგუფს“, რომლის მიზანიც არჩევნებზე ხმათა გაყალბების ფაქტების გამოვლენა და მათი დაცვა იქნება.

როგორც გამსახურდია იხსენებს, არჩევნებზე გაყალბების იდეებით და მსგავსი აზრებით სწორედ ისინი [გახარიას გუნდი] იყვნენ განმსჭვალულნი. მისივე თქმით, ალბათ ესეც გეგმის ნაწილი იყო გახარიასგან, რომ „ქართული ოცნების“, დისკრედიტაცია მოეხდინა.

„გახარია და მისი დამქაშები, გაყალბებაზე რომ საუბრობენ ეგ ცალკე კლინიკაა. ერთ-ერთი მათი გუნდთან შეუთავსებლობა სწორედაც ეგ იყო, პირადად მახსოვს არჩევნებზე გაყალბების იდეებით და მსგავსი აზრებით რომ იყვნენ განმსჭვალულნი. რაზედაც, ყოველთვის ჩვენგან თავისთავად უარი იყო. ეგეც ალბათ გეგმის ნაწილი გახლდათ გახარიასგან, რომ ქართული ოცნების, როგორც პოლიტიკური ძალის დისკრედიტაცია მოეხდინა. საერთოდ ეს ადეიშვილის პროკურორი, რა სამართლიანობაზე საუბრობს ვერ გამიგია…“-წერს გიორგი გამსახურდია.

Post navigation

Previous: იქამდე, სანამ გაგრძელდება ზეწოლა ხელისუფლებაზე, სანამ მაღალი ტრიბუნიდან კვლავ მოვისმენთ სიცრუესა და აბსურდზე დაფუძნებულ ბრალდებებს, ომის საშიშროება არსად გამქრალა
Next: ალეკო ელისაშვილსა და ხაზარაძეს შორის კომიკური ერთობა შედგა, ეს არის უპრინციპო ადამიანების კავშირი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.