Skip to content
12/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ბატონი ივანიშვილი თუ გადაწყვეტს და იქნება პრეზიდენტობის კანდიდატი, დარწმუნებული ვარ, საქართველოს ისტორიაში საუკეთესო პრეზიდენტი იქნება

მარშალ პრესი 25/07/2024
rati bregadze

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, თუ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი მიიღებს გადაწყვეტილებას და მმართველი პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი იქნება, არჩევის შემთხვევაში ის საქართველოს ისტორიაში საუკეთესო პრეზიდენტი იქნება.

მან უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, შესაძლოა თუ არა, რომ ბიძინა ივანიშვილი მმართველი პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი იყოს.

„ბატონი ივანიშვილი, თუ ის გადაწყვეტს და იქნება პრეზიდენტობის კანდიდატი, დარწმუნებული ვარ, საქართველოს ისტორიაში საუკეთესო პრეზიდენტი იქნება, თუმცა ვინ იქნება პრეზიდენტობის კანდიდატი არ ვიცი”, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

კონსტიტუციაში 2017 წელს შეტანილი ცვლილების თანახმად, საქართველოს პრეზიდენტს 5 წლის ვადით დებატების გარეშე, ღია კენჭისყრით საარჩევნო კოლეგია ირჩევს. ცვლილების მიხედვით, 2024 წლიდან პრეზიდენტს, მოქალაქეები პირდაპირი არჩევის წესით აღარ აირჩევენ.

Post navigation

Previous: პრემიერ-მინისტრის ინტერვიუს შემდეგ უფრო მკაფიოდ გამოჩნდა, რომ „ქართული ოცნება“ რეიტინგულად მართლაც 60%-ის ირგვლივ ტრიალებს და ეს მაჩვენებელი შესაძლოა გაიზარდოს კიდეც
Next: ქართული პასპორტი გლობალური პასპორტების ინდექსში დაწინაურდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.