გიორგი გახარიაც ისე დაამთავრებს როგორც პაატა ბურჭულაძის პარტიამ დაამთავრა – ანუ პრაქტიკულად ნულით – კობახიძე

631
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა -------------------- IMG.GE

“მგონია, რომ საბოლოო ჯამში დაამთავრებს, როგორც ბურჭულაძის პარტიამ დაამთავრა, ანუ პრაქტიკულად ნულით.”

ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ტვ “პირველის” გადაცემაში “რეაქცია” ყოფილ პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიაზე საუბრისას განაცხადა.

“რამდენი პროცენტი შეიძლება აიღოს გახარიამ? ორნიშნა გამორიცხულია, ბევრად ნაკლები. ორნიშნა გამორიცხულია, მათ შორის ჩვენს მონაცემებზე დაყრდნობით შემიძლია გითხრათ. მაგალითად, ვთქვათ 7% აიღო, რაც ჭერის ჭერიც არ არის… მგონია, რომ საბოლოო ჯამში დაამთავრებს, როგორც ბურჭულაძის პარტიამ დაამთავრა, ანუ პრაქტიკულად ნულით. თეორიული დაშვება რომ გავაკეთოთ, 7% არის მაქსიმუმი, რომ თავი მოიკლეს, რაღაცამ ხელი შეუწყოთ და აიღეს. ამ შემთხვევაში ნახეთ რა ხდება – 7% თუ აიღო ქვეყნის მასშტაბით, თბილისში გაჰყავს 2-3 კაცი საკრებულოში, გაჰყავს რამდენიმე მუნიციპალიტეტში 2-3 კაცი საკრებულოში, ზოგან შეიძლება ერთი. ეს არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები… როდესაც საუბარია 43 პროცენტზე, ჩვენ ხომ ყოველთვის ამას ვამბობთ, რომ მისი ერთადერთი ამოცანა და დავალება არის ის, რომ როგორმე დაგვაახლოვოს ჩვენ 43%-ს. ეს სცენარი ვის ინტერესებშია? ძალიან მარტივია ამაზე პასუხი.” -განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები
რეკლამა
მოწონება