Skip to content
14/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ხედავთ, რა მოხდა სლოვაკეთში, რა მოხდა აშშ-ში, ეს არის რაღაც საერთო ხელწერა და რისკები საქართველოში არის განსაკუთრებული, ასეთ პირობებში ნებისმიერი მოვლენისგან პრევენციულად უნდა დაიცვას თავი სახელმწიფომ, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას გავაკეთებთ

მარშალ პრესი 25/07/2024
irfakli kobakhidze8

თქვენ ხედავთ, სხვადასხვა ქვეყანაში რა მოვლენები ვითარდება, რა მოხდა სლოვაკეთში, რა მოხდა ამერიკის შეერთებულ შტატებში. ეს არის რაღაც საერთო ხელწერა და რისკები საქართველოში არის განსაკუთრებული, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო არის განსაკუთრებული ინტერესის ობიექტი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღამის კურიერში“, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მცდელობასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

პრემიერის თქმით, საქართველო არის განსაკუთრებული ინტერესის ობიექტი, რაც კარგად გამოჩნდა ამ ბოლო 4 წლის განმავლობაში.

„ეს ზოგადი რისკები არსებობდა. ასევე მინდა, შეგახსენოთ კონკრეტული ევროკომისრის ზარი, რომელმაც მესიჯი გადმომცა პირდაპირ და მოგვიანებით მან აღიარა, რომ საუბარი ჰქიდა ლიკვიდაციის საფრთხესთან დაკავშირებით, უბრალოდ მან თქვა, რომ პოლარიზაცია გვესროდა ტყვიას. პოლარიზაცია ტყვიებს არ ისვრის, კიდევ ერთხელ ვიტყვი, ტყვიებს ისვრიან „კილერები“. ჩემზე არასოდეს ყოფილა საუბარი, იყო მუქარა, ინგლისურში მრავლობითი და მხოლობითი ერთნაირად გამოითქმის, საუბარი იყო იმაზე, რომ უნდა იყოთ ძალიან ფრთხილად, თქვენ ნახეთ, რა დაემართა ფიცოს სლოვაკეთშიო. ეს ისე იყო ნათქვამი, რომ პოლარიზაცია გვესროდა ტყვიას, თუ „კილერი“ გვესროდა, მგონი, საზოგადოება ხვდება, რომ ამ ორ მოვლენას შორის განსხვავება არაა. პოლარიზაცია, კიდევ ერთხელ ვიტყვი, არ ისვრის ტყვიებს, ტყვიებს ისვრიან „კილერები“. ეს იყო ზოგადი გაფრთხილება – თქვენ უნდა იყოთ ფრთხილად, ხომ ნახეთ, რა დაემართა ფიცოს სლოვაკეთში, აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ზოგადი საფრთხეები ისედაც არსებობდა. ამას ემატება გამოძიების ინფორმაცია კონკრეტულ სამზადისთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის განსაკუთრებული შეშფოთების საგანი, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ასეთი მოზაიკა იკვრება. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვმართებს სერიოზული სიფრთხილე ყველაფრის გათვალისწინებით, საერთო კონტექტსის გათვალისწინებით. არის ძალიან სერიოზული, მძიმე ინტერესები საქართველოს მიმართ და ასეთ პირობებში ნებისმიერი მოვლენისგან პრევენციულად უნდა დაიცვას თავი სახელმწიფომ და, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას გავაკეთებთ,“- აღნიშნა პრემიერმა

Post navigation

Previous: თუ თეორიულად შეიძლება წარმოვიდგინოთ კოლექტიური “ნაცმოძრაობის” მოსვლა ხელისუფლებაში, მე გარანტიას გაძლევთ, რომ დღეებში, საქართველო გახდება მეორე ფრონტი
Next: მოძრაობა “ერთიანი ნეიტრალური საქართველო” განცხადებას ავრცელებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.