Skip to content
02/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ყველა საშუალება და საერთაშორისო მექანიზმი უნდა გამოიყენოს ამ საქმეზე სამართლებრივი შედეგის მიღებისთვის. ყველა პირი იდენტიფიცირებული იქნას, დამკვეთები დადგენილი და ქართული მართლმსაჯულების წინაშე მკაცრად პასუხგებული

მარშალ პრესი 24/07/2024
zurab kadagidze

ახალაია-მერაბიშვილის მოძალადე ზონდერებისთვის, ადეიშვილის ხელის ბიჭებისა და სააკაშვილის რეჟიმის დამნაშავეებისთვის, უკრაინის სახელმწიფო სათბურად იქცა, სადაც ზოგი თანამდებობაზე და ზოგიც, ბიზნესს შეაფარა ზელენსკის მთავრობამ- წერს „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადების შესახებ, რომლის თანახმადაც, გამოძიება ტერორისტული აქტის მომზადების და სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების ფაქტზე მიმდინარეობს.

ქადაგიძის თქმით, საქართველომ ყველა საშუალება უნდა გამოიყენოს, ამ საქმეზე სამართლებრივი შედეგის მიღებისთვის. “სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იძიებს უკრაინაში მყოფი, საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებით და დაფინანსებით, საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის, პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტებს.

ხსენებული დანაშაულებრივი ქმედებების მიზანია, ქვეყანაში არეულობის მოწყობის და ხელისუფლების დასუსტების ფონზე, დესტრუქციული ძალების მიერ სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა.”- სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ახალაია-მერაბიშვილის მოძალადე ზონდერებისთვის, ადეიშვილის ხელის ბიჭებისა და სააკაშვილის რეჟიმის დამნაშავეებისთვის, უკრაინის სახელმწიფო სათბურად იქცა, სადაც ზოგი თანამდებობაზე და ზოგიც, ბიზნესს შეაფარა ზელენსკის მთავრობამ. იმის იმედი არ მაქვს, რომ უკრაინის ხელისუფლება რაიმე სამართლებრივ მიდგომას გამოიყენებს და საკუთარ ქვეყანაში მოქმედ ამ ბოროტმოქმედებს დააკავებს ან თუნდაც გამოძიებას დაიწყებს. საქართველომ ყველა საშუალება და საერთაშორისო მექანიზმი უნდა გამოიყენოს, ამ საქმეზე სამართლებრივი შედეგის მიღებისთვის. ყველა პირი იდენტიფიცირებული იქნას, დამკვეთები დადგენილი და დღეს თუ არა ხვალ, ექსტრადირებული და ქართული მართლმსაჯულების წინაშე, მკაცრად პასუხგებული!“-წერს ზურაბ ქადაგიძე.

Post navigation

Previous: აუცილებელია საქართველოს სახელმწიფომ მიმართოს ყველა პოლიტიკურ-სამართლებრივ ღონისძიებას, რათა საქართველოში ყურით იქნან ჩამოთრეულნი ხელისუფლებაში ცხრა წლის მანძილზე მყოფი კრიმინალები
Next: ყველა პირი რომლის ამ საქმეში მონაწილეობა ფაქტებით დადასტურდება, სამართლებრივი ხარისხის გათვალისწინებით უნდა იქნეს დასჯილი, უნდა მოხდეს მათი გასამართლება კანონის სრული სიმკაცრით

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.