Skip to content
04/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

26 ოქტომბრის არჩევნები იქნება ერთგვარი რეფერენდუმი ომსა და მშვიდობას შორის

მარშალ პრესი 24/07/2024
irakli kobakhidze

26 ოქტომბრის არჩევნებში ერთმანეთის პირისპირ არსებითად ორი პოლიტიკური სუბიექტი წარდგება. ეს არის „ქართული ოცნება“ და კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც რამდენიმე დისკრედიტებულ პარტიას აერთიანებს, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერ-მინისტრისა და „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის თქმით, საპარლამენტო არჩევნები ერთგვარი რეფერენდუმი იქნება.

„26 ოქტომბრის არჩევნები იქნება ერთგვარი რეფერენდუმი ომსა და მშვიდობას შორის, ომის პარტიასა და მშვიდობის პარტიას შორის, ლიბერალურ ფაშიზმსა და ტრადიციულ ფასეულობებს შორის, საქართველოს ბნელ წარსულსა და ქვეყნის ნათელ, ევროპულ მომავალს შორის. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ქართველი ხალხის მხარდაჭერით, უკვე მეცხრედ გაიმარჯვებს საქართველოს ნათელი, ევროპული მომავალი, რომლის მიღწევა მხოლოდ ღირსეული პოლიტიკით, მშვიდობის შენარჩუნებითა და ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებით არის შესაძლებელი“, – აცხადებს ირაკლი კობახიძე.

Post navigation

Previous: ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ ეს ადამიანები არ არიან დამოუკიდებლები საკუთარ გადაწყვეტილებებში – ირაკლი კობახიძე ელისაშვილის და „ლელოს“ გაერთიანებაზე
Next: ეს იყო თავდასხმა საქართველოს სახელმწიფოზე კონკრეტული პოლიტიკოსების მხრიდან, რაც ძალიან სამწუხაროა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.