Skip to content
05/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

საბრძოლო საინჟინრო ბატალიონმა 32 წლის იუბილე აღნიშნა

მარშალ პრესი 23/07/2024
202

აღმოსავლეთის სარდლობის საბრძოლო საინჟინრო ბატალიონმა პროფესიული დღე სამწყობრო მოედანზე საზეიმოდ აღნიშნა. აღმოსავლეთის სარდალმა, ბრიგადის გენერალმა როლანდ ძნელაძემ პირად შემადგენლობას სიტყვით მიმართა და სამხედრო ინჟინრებს პროფესიული დღე მიულოცა. 

ღონისძიება დაჯილდოებით გაგრძელდა, სამხედრო მოსამსახურეებს უწყებრივი მედლები და საშტატო ცეცხლსასროლი იარაღები გადაეცათ. 

ღონისძიებას სამხედრო ინჟინრების ოჯახის წევრები დაესწრნენ. მოწვეულმა სტუმრებმა ბაზის ტერიტორიაზე გამოფენილი საინჟინრო საშუალებები, ტექნიკა და შეიარაღება დაათვალიერეს. ბავშვებისთვის მხიარული სტარტები მოეწყო. პატარებს სამხედროებთან ერთად კვადროციკლებით გასეირნების საშუალებაც მიეცათ. 

26 წლის წინ, 23 ივლისს ზნაურის რაიონის სოფელ იონჩაში, პოლკოვნიკმა კარლენ კალანდაძემ, მაიორმა ანდრო მაღლაკელიძემ, ლეიტენანტებმა – დავით ასაბაშვილმა და გოჩა შავგულიძემ, ასევე, მოხალისეებმა – სპარტაკ და ირაკლი მაისურაძეებმა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი განაღმვითი სამუშაოები ჩაატარეს. მოგვიანებით, სწორედ, ამ თარიღს დაუკავშირდა საინჟინრო გვარეობის დღე.

About the Author

მარშალ პრესი

Administrator

Visit Website View All Posts

Post navigation

Previous: აბსოლუტურად მოშიშვლდა, ლიბერალური ფაშიზმი. ფსიქოლოგიური ტერორიდან რომ არაფერი გამოსდით, სისხლიან ანგარიშსწორებაზეც გახდნენ წამსვლელები
Next: აბსოლუტურად ყველა მხრიდან ჩარევებს ვიცილებთ, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, ამიტომ ვართ ამაყები ჩვენ მიერ გაკეთებული საქმეებით – არანაირი მნიშვნელობა არ აქვს რუბლით, დოლარით თუ სხვა ვალუტით დაფინანსებული აგენტი, რას დამიძახებს, თუ ჩემს თავთან მართალი ვარ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Copyright © All rights reserved. | MoreNews by AF themes.