Skip to content
05/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ოპოზიცია მეტად ჭრელია იმისთვის, რომ მათ ენდო, რიგ შემთხვევაში არასამთავრობო სექტორს ამოფარებულები უცხოურ დაფინანსებას იღებენ, რომლის წარმომავლობა და მიზნობრიობა ბუნდოვანია, ასევე გვყავს ადამიანები რომლებიც პირდაპირ კრემლისგან ფინანსდებიან

მარშალ პრესი 23/07/2024
davit chikhelidze

შეუძლებელია მდინარაძეს არ დაეთანხმო. ხელისუფლების ვალია, არ დაუშვას ქვეყნის შიდა საქმეებში უცხო ძალების ჩარევა! – ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ჩიხელიძე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებას, რომლის თქმითაც, „ქვეყანაში, სადაც უამრავი აგენტია რუბლებითა და დოლარებით დაფინანსებული, ხელისუფლება ეროვნული და დამოუკიდებელი იმისთვის ხარ, ეს ჩარევები თავიდან აიცილო – ყველა მხრიდან ჩარევას ვიცილებთ, ამიტომ ვართ ამაყები“.

ჩიხელიძე აღნიშნავს, რომ ოპოზიციისგან განსხვავებით, მთავრობა ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს, რაც ფულზე გაყიდული ოპოზიციის გეგმებში არ შედის.

„შეუძლებელია მდინარაძეს არ დაეთანხმო. ხელისუფლების ვალია, არ დაუშვას ქვეყნის შიდა საქმეებში უცხო ძალების ჩარევა! დღეს ჩვენი ოპოზიცია მეტად ჭრელია იმისთვის, რომ მათ ენდო, რიგ შემთხვევაში არასამთავრობო სექტორს ამოფარებულები უცხოურ დაფინანსებას იღებენ, რომლის წარმომავლობა და მიზნობრიობა ბუნდოვანია, ასევე გვყავს ადამიანები რომლებიც პირდაპირ კრემლისგან ფინანსდებიან, მაგ: ხოშტარია. ყველამ ვიცით, რომ დღევანდელ სამყაროში ფულს ლამაზი თვალების გამო არავინ იძლევა, ყველას საკუთარი ინტერესის გატარება სურს და თანხას სწორედ ამაში დებს. ოპოზიციისგან განსხვავებით, მთავრობა ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს, რაც ფულზე გაყიდული ოპოზიციის გეგმებში არ შედის“, – წერს ჩიხელიძე Facebook-ზე.

Continue Reading

Previous: რევოლუცია ვერ მოახდინეს, არჩევნებს მწარედ აგებენ, ხალხს ეზიზღება და ბოლო რაც დარჩათ, ტერორისტული აქტის მოწყობაა
Next: პატიმრები და მათთან დაკავშირებული ადამიანები, ოპოზიციას არასდროს მისცემენ ხმას, მათ მიერ შექმნილი არაადამიანური პენიტენციური სისტემის გამო, ამიტომაც ამნისტია არ არის საარჩევნო სვლა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025