Skip to content
04/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

მივმართავ რადიკალურ ჯგუფებს, რაიმე არ გაბედოთ, თორემ ქართული საზოგადოების რისხვას მიიღებთ!

მარშალ პრესი 23/07/2024
GIORGI CHAKVETADZE

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, „ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე ტერორიზმისა და სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე მიმდინარე გამოძიებას ეხმიანება და ქვეყანაში არსებულ რადიკალურ ჯგუფებს მიმართავს. როგორც ჩაკვეტაძე აღნიშნავს, სავარაუდო ფიგურანტები ერთი კვირა მალავდნენ, რომ საქმე ტერორისტული აქტის მომზადებისა და სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების მუხლებით მიმდინარეობდა.

დეპუტატი დარწმუნებულია, რომ საგამოძიებო უწყება გამოძიებას ბოლომდე მიიყვანს და საზოგადოებისთვის ეს შეთქმულება ნათელი გახდება. „მივმართავ რადიკალურ ჯგუფებს, რაიმე არ გაბედოთ, თორემ ქართული საზოგადოების რისხვას მიიღებთ! სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ტერორისტული აქტის მომზადებისა და სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების მუხლებით გამოძიებას აწარმოებს. მიმდინარეობს გამოკითხვები.

სავარაუდო ფიგურანტები, ჟურნალისტებთან კომენტარებში ერთი კვირა მალავდნენ, რომ საქმე ამ მუხლებით მიმდინარეობდა. გუშინ კი, ან წამოსცდათ, ან აღიარეს, რომ საქმე ეხება ტერორისტული აქტის მომზადებას ქართული ოცნების ლიდერებისა და პარტიის საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მიმართ. აქ ჩნდება მთავარი კითხვა: რატომ მალავდნენ გამოკითხული პირები, მათი ადვოკატები და ოპოზიციური მედია ამ გარემოებას? ის, რომ კოლექტიური ნაც. მოძრაობის რეიტინგი ისტორიულ მინიმუმზეა, ეს ფაქტია. ყველაფერზე რომ არიან წამსვლელი, არც ამაში გვეპარება ეჭვი. დარწმუნებული ვარ, საგამოძიებო უწყება გამოძიებას ბოლომდე მიიყვანს და საზოგადოებისთვის ეს შეთქმულება ნათელი გახდება!“-წერს გიორგი ჩაკვეტაძე

Continue Reading

Previous: 24 ივლისიდან ძალაში შედის ბრძანება, რომლის საფუძველზეც ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებს საჭირო მედიკამენტების მიღება პირდაპირ სამედიცინო დაწესებულებებში შეეძლებათ
Next: ნუ დაივიწყებთ, უკრაინაში მებრძოლი „ქართული ლეგიონის“ წევრებიდან რამდენიმე აქტიურად იმუქრებოდა საქართველოში ტანკებით შემოსვლითა და გადატრიალებით

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025