Skip to content
04/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე

ვუსურვებ, ამერიკულ არჩევნებში მხოლოდ ამერიკელმა ხალხმა გადაწყვიტოს საკუთარი ქვეყნის და კერძოდ, მეთიუ მილერის მომავალი

მარშალ პრესი 23/07/2024
DAVID KARTVELISHVILI

„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებას: „გვინახავს რუსეთის არა მხოლოდ მცდელობა, არამედ არჩევნებში პირდაპირი ჩარევა რეგიონში და მსოფლიოში. ამას ყურადღებით ვაკვირდებით. მნიშვნელოვანია ქართველმა ხალხმა გადაწყვიტოს მათი ქვეყნის მომავალი“, სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„რაც გინახავს, ვეღარ ნახავ”. ხოლო კითხვაში: „აფრენთ ხოლმე?” – „ხოლმე” აშკარად ზედმეტია. ჯოჯოხეთში ან სამოთხეშიც რომ მოხვდეს, იქაც მხოლოდ იმით დაკავდება, რომ საქართველოს კანონის გაწვევა აიძულოს. რუსოფობიით უკიდურესი ინტოქსიკაციის ფონზე, რუსები უკვე ყველგან ელანდებათ – ტრამპის საარჩევნო კამპანიით დაწყებული, საკუთარი საძინებლებით დამთავრებული. ეს არის პარანოიით გაზავებული შიზოფრენიის უკიდურესი ფორმა და ახლა უკვე გულწრფელად ვაღიარებ: წმინდა ადამიანური და ჰუმანური თვალსაზრისით, მე ეს ავადმყოფი ადამიანი მეცოდება და მინდა 5 ნოემბრის შემდეგ მაინც ეშველოს და ვუსურვო – ამერიკულ არჩევნებში, ასევე, „რუსების” ჩარევის შემდეგ, (როგორც ეს 2020 წელს „იყო”), მხოლოდ ამერიკელმა ხალხმა გადაწყვიტოს საკუთარი ქვეყნის და კერძოდ, მეთიუ მილერის მომავალი.“ – წერს დავით ქართველიშვილი.

Continue Reading

Previous: აი ეს არის ამ ცრუპენტელა-ტროცკისტ-უსამშობლოს ნამდვილი სახე – ედიშერ გვენეტაძე გიორგი ვაშაძეზე
Next: Kaspersky Safe Kids კვლავ აღიარებულია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გადაწყვეტა ბავშვების დასაცავად ინტერნეტში

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025