Skip to content
04/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე

მიხეილ რამიშვილის განცხადებით, საქალაქო სასამართლოში გამოკითხვის დროს საუბარი იყო ბიძინა ივანიშვილის მიმართ შესაძლო ტერორისტული აქტის მომზადებაზე

მარშალ პრესი 23/07/2024
mixeil ramishvili

თურმე, საქართველოში იგეგმება ტერორისტული აქტი, რომლითაც უნდა მოხდეს ხელისუფლების გადატრიალება, – ამის შესახებ ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა ჟურნალისტებს საქალაქო სასამართლოში ტერორიზმისა და სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე საუბრისას განუცხადა.

მისივე თქმით, სასამართლოში გამოკითხვის დროს საუბარი იყო „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიმართ შესაძლო ტერორისტული აქტის მომზადებაზე.

„თურმე, საქართველოში იგეგმება ტერორისტული აქტი, რომლითაც უნდა მოხდეს ხელისუფლების გადატრიალება. შეიძლება იყოს ინფორმაცია, განცხადება, რომელზეც შესაბამისი რეაგირება უნდა მოახდინოს ძალოვანმა სტრუქტურებმა. მე მივესალმები, ეს უნდა გააკეთონ, უნდა გამოიძიონ სრულად“, – განაცხადა რამიშვილმა.

თავად დაკითხული გელა კახაბრიშვილი ამბობს, რომ გამომძიებლების შეკითხვები ეხებოდა „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებს, განსაკუთრებით კი ბიძინა ივანიშვილს.

ტერორიზმისა და სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე გამოძიება გრძელდება.

Continue Reading

Previous: ნაცკონგლომერატის გამორჩეულად უდონო ჯამბაზი გიორგი ვაშაძე შეუერთდა რადიკალთა იმ საერთო “მესიჯბოქსს”, რომ თითქოს არ ერჩიან რუს ტურისტებსა და ორმხრივ ვაჭრობას – თუ სექტაში მეხსიერების პრობლემა აქვთ, საზოგადოებაში ასე არ არის
Next: დღეიდან ონკოპაციენტებს საჭირო მედიკამენტებზე სირბილი აღარ დასჭირდებათ, ყველა მედიკამენტს და პროცედურას საავადმყოფოში მიიღებენ, ამისთვის მადლობა მიხეილ სარჯველაძეს და მის გუნდს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025